დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ

დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 470110000.22.035.017251
58/ნ
18/11/2026
ვებგვერდი, 18/11/2026
470110000.22.035.017251
დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №58-ნ/№1266

2026 წლის 18-17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს თანდართული „დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 30-29 ნოემბრის №463-№420/ნ ერთობლივი ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია