ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რობერტ აგაჯანიანი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რობერტ აგაჯანიანი საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 57310/22
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 09/04/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2026
სარეგისტრაციო კოდი
57310/22
09/04/2026
ვებგვერდი, 16/11/2026
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რობერტ აგაჯანიანი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეოთხე სექციის

გადაწყვეტილება

საქმეზე „რობერტ აგაჯანიანი საქართველოს წინააღმდეგ“

საჩივარი №57310/22

(იხ. დანართის ცხრილი)

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), 2026 წლის 9 აპრილს, კომიტეტის შემდეგი შემადგენლობით:

          ანე ლუიზ ბორმანი, თავმჯდომარე,
          სებასტიან რადულეტუ,
          ანდრას იაკაბი, მოსამართლეები,

და ვიქტორია მარადუდინა, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,

გაითვალისწინა რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2022 წლის 9 დეკემბერს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი ზემოაღნიშნული საჩივარი,

განხილვის შედეგად გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

ფაქტები და პროცედურა

მომჩივანი, ბ-ნი რობერტ აგაჯანიანი, დაიბადა 1974 წელს.

მომჩივნის პრეტენზიები კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების სავარაუდოდ გადაჭარბებული ხანგრძლივობის შესახებ ეცნობა საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელმაც წარმოადგინა მოსაზრებები მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ.

სასამართლოს კანცელარიამ 2024 წლის 4 აპრილით დათარიღებული წერილით, რომელიც დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაიგზავნა, აცნობა მომჩივანს, რომ საქმის შესახებ ეცნობა მთავრობას, და შესთავაზა, რომ 2024 წლის 16 მაისამდე დაენიშნა თავისი კანონიერი წარმომადგენელი. მომჩივანს პასუხი არ გაუცია.

2024 წლის 5 ივლისით დათარიღებული წერილით, რომელიც ასევე დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაიგზავნა, მომჩივანს შეახსენეს, რომ ახალი ვადის – 2024 წლის 16 სექტემბრის – ამოწურვამდე დაენიშნა თავისი კანონიერი წარმომადგენელი. მან კვლავ არ უპასუხა.

2024 წლის 23 ოქტომბერს მომჩივანს სთხოვეს, რომ 2024 წლის 3 დეკემბრამდე წარედგინა წერილობითი მოსაზრებები მთავრობის მოსაზრებების საპასუხოდ. მას ასევე შესთავაზეს, იმავე თარიღამდე დაენიშნა თავისი კანონიერი წარმომადგენელი. წერილი ჩაუბარებლად დაბრუნდა.

2025 წლის 16 იანვრით დათარიღებული წერილით, რომელიც ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა, მომჩივანს შესთავაზეს, რომ 2025 წლის 9 აპრილამდე წარედგინა წერილობითი მოსაზრებები მთავრობის მოსაზრებების საპასუხოდ და დაენიშნა თავისი კანონიერი წარმომადგენელი. მომჩივნის ყურადღება მიექცა კონვენციის 37-ე მუხლის 1(a)-ელ პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სასამართლოს შეუძლია საჩივარი ამორიცხოს საქმეების სიიდან იმ შემთხვევაში, თუ გარემოებათა ძალით ის დაასკვნის, რომ მომჩივანს არ აქვს განზრახული ბოლომდე მისდიოს თავის საჩივარს. ამას არანაირი პასუხი არ მოჰყოლია.

კანონმდებლობა

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და კონვენციითა და მისი ოქმებით გარანტირებული უფლებების დაცვასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული გარემოების არარსებობის გამო, სასამართლო, კონვენციის 37-ე მუხლის 1(a)-ელი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევს, რომ აღარ არის გამართლებული საჩივრის განხილვის გაგრძელება.

შესაბამისად, საქმე უნდა ამოირიცხოს სიიდან.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

იღებს გადაწყვეტილებას, საჩივარი ამორიცხოს საქმეების სიიდან.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2026 წლის 13 მაისს.

                       

  ვიქტორია მარადუდინა                                    ანე ლუიზ ბორმანი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი                                თავმჯდომარე

 

 

დანართი

საჩივარი შეიცავს პრეტენზიებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად

 

საჩივარი №
წარდგენის თარიღი

მომჩივნის სახელი

დაბადების წელი

მომჩივნის

სასამართლოსადმი

წერილით მიმართვის თარიღი

 

სასამართლოს დაზღვეული

საფოსტო გზავნილის თარიღი

 

დაზღვეული საფოსტო გზავნილის მიღების თარიღი

 

თარიღი, როდისთვისაც სასამართლომ მოითხოვა მოსაზრებების წარდგენა

 

57310/22

09.12.2022

რობერტ აგაჯანიანი

1974

09.12.2022

04.04.2024

05.07.2024

23.10.2024

16.01.2025

16.04.2024

23.07.2024

გამგზავნთან დაბრუნების თარიღი

16.01.2025

16.05.2024

16.09.2024

03.12.2024

09.04.2025