დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „ილიარდი“ საქართველოს წინააღმდეგ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4637/23 |
| დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 09/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
საჩივარი №4637/23
(იხ. დანართის ცხრილი) |
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), 2026 წლის 9 აპრილს, კომიტეტის შემდეგი შემადგენლობით:
ანე ლუიზ ბორმანი, თავმჯდომარე, და ვიქტორია მარადუდინა, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, გაითვალისწინა რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2023 წლის 17 იანვარს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი ზემოაღნიშნული საჩივარი, განხილვის შედეგად გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება: ფაქტები და პროცედურა მომჩივანი კომპანიის დეტალები მოცემულია თანდართულ ცხრილში. მომჩივანი კომპანიის ინტერესებს წარმოადგენდა ბ-ნი ვ. მაჭარაშვილი, იურისტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში. მომჩივნის პრეტენზიები კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლისა და მე-13 მუხლის საფუძველზე, რომლებიც ეხებოდა მისი აქტივების გაყინვასა და ეროვნულ კანონმდებლობაში სამართლებრივი დაცვის რაიმე ქმედითი საშუალების არარსებობას, ეცნობა საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი. 2024 წლის 19 იანვარს მომჩივანმა კომპანიამ აცნობა სამდივნოს, რომ განაცხადის საფუძვლად არსებული საკითხი ეროვნულ დონეზე დარეგულირდა და ის აღარ აპირებდა საჩივრის განხილვის გაგრძელებას. კანონმდებლობა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომჩივანს აღარ სურს საჩივრის განხილვა (კონვენციის 37-ე მუხლის 1(ა)-ელი პუნქტი). გარდა ამისა, 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, დასკვნის სახით, სასამართლო ვერ პოულობს რაიმე განსაკუთრებულ გარემოებას კონვენციასა და მის ოქმებში განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც მოითხოვს საჩივრის განხილვის გაგრძელებას. შესაბამისად, საქმე უნდა ამოირიცხოს სიიდან. ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად იღებს გადაწყვეტილებას, საჩივარი ამორიცხოს საქმეების სიიდან. შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2026 წლის 13 მაისს.
დანართი საჩივარი შეიცავს პრეტენზიებს კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლისა და მე-13 მუხლის საფუძველზე (აქტივების გაყინვა და შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში სამართლებრივი დაცვის რაიმე ქმედითი საშუალების არარსებობა)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები