„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.018079
352
13/11/2026
ვებგვერდი, 16/11/2026
230210000.22.033.018079
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №352

2026 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“) „610“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „611“, „612“ და „613“ კოდების გრაფები: 

 

„611

სეს ესნ-ის 2402 10 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარელის, 2402 20 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარეტისა და 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული საქონლის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ან/და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით)

612

სეს ესნ-ის 2403 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოსა და 2401 სასაქონლო პოზიციაში და 2403 19 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული თუთუნის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ან/და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით)

613

საქართველოში არარეგისტრირებული, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელების მიზნით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა“

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 16 ნოემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი