„ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №88/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 56/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 470010000.22.035.017249
56/ნ
13/11/2026
ვებგვერდი, 16/11/2026
470010000.22.035.017249
„ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №88/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №56/ნ

2026 წლის 13 ნოემბერი 

ქ. თბილისი

„ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №88/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №88/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 22/03/2007; 470.010.000.22.035.010.133) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ“ ინსტრუქციის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იქმნება ექიმ-ფსიქიატრთა კომისია (შემდგომ – კომისია), რომელიც დაკომპლექტებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე ექიმ-ფსიქიატრებისგან, არანაკლებ ორი წევრით.“;

ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიზანშეწონილობის საკითხის პერიოდულად (არანაკლებ 2 თვეში ერთხელ) განხილვას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე