„იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის რისკის შეფასების სტანდარტისა და რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსახორციელებლად“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 55/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017248
55/ნ
13/11/2026
ვებგვერდი, 16/11/2026
470230000.22.035.017248
„იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის რისკის შეფასების სტანდარტისა და რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსახორციელებლად“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის რისკის შეფასების სტანდარტისა და რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსახორციელებლად“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №55/ნ

2026 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის რისკის შეფასების სტანდარტისა და რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსახორციელებლად“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-70/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის რისკის შეფასების სტანდარტისა და რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსახორციელებლად“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ოქტომბრის №01-70/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 02/10/2014; 470230000.22.035.016297) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (რისკის შეფასების სტანდარტი):
ა) პირველი მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რისკის შეფასების სტანდარტი შემუშავებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს რისკის შეფასების ინსტრუმენტს, მისი წარმოების წესს და რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალს.

2. რისკის შეფასების სტანდარტი შემუშავებულია პირისთვის, რომელსაც აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის შესაბამისად გადის იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას.

3. რისკის შეფასების სტანდარტის დაცვა სავალდებულოა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისთვის.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რისკის შეფასების ინსტრუმენტი იძლევა დინამიკურ სურათს მკურნალობის პროცესში რისკების დონის შესახებ. განმეორებითი შეფასებები იგეგმება პაციენტის ინდივიდუალური მართვის პროცესში (მაგრამ არაუგვიანეს 2 თვეში ერთხელ), მათ შორის, მკურნალობის შუალედურ სტადიაზე და პაციენტის კლინიკიდან გაწერამდე, რათა შეფასდეს რისკების დონის ცვლილება და შეიქმნას ობიექტური სურათი შესაძლო აუტო-და ჰეტეროძალადობის შესაფასებლად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე