დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470080000.22.035.017250 |
|
„არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №89/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/03/2007, 470.080.000.22.035.010.134) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების: |
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განხილვისა და შეფასების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის ფორმების დამტკიცების თაობაზე“; |
ბ)
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-10 პუნქტისა და 28-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“; |
გ)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განხილვისა და შეფასების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის ფორმები, დანართის შესაბამისად.“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განხილვისა და შეფასების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის ფორმა“ შემდეგი რედაქციით:
„იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განხილვისა და შეფასების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის ფორმა
სასამართლოს დასახელება ——————————————————————————— დაწესებულების დასახელება —————————————————————————— პაციენტის სახელი, გვარი —————————————————————— საპასპორტო მონაცემები (დაბადების თარიღი რიცხვი/თვე/წელი და პირადი ნომერი) ან მითითება არაიდენტიფიცირებული პაციენტის შესახებ ———————————— ____________________________________________________________________
მისამართი —————————————————— სტაციონარში მოთავსების თარიღი, ზუსტი დრო ———————————————— დიაგნოზი ————————————————————————————— ——————————————————————————————————————— ———————————————————————————————————————
იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგი ორი საფუძვლის არსებობის დასაბუთება: ა) ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე; ბ) ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. _______________________________________________________________________ _______________________________________________________________________ _______________________________________________________________________ _______________________________________________________________________ _______________________________________________________________________ _______________________________________________________________________ _______________________________________________________________________ _______________________________________________________________________
გამოკვლევის თარიღი და დრო ——————————————— ——————————————————————————————————
ხელმოწერა, ბეჭედი, თარიღი“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები