მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ფრეზეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ფრეზეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 35263163
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/11/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016087
გ-35. 35263163
12/11/2026
ვებგვერდი, 13/11/2026
000000000.00.153.016087
მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ფრეზეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  

განკარგულება №გ-35.35263163

2026  წლის 12   ნოემბერი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის  აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ  ფრეზეთში  მდებარე სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების შესახებ  

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი  ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“  ქვეპუნქტისა და    მე-7 მუხლის  შესაბამისად:

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ  ფრეზეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს – (ქუჩები) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკის (სიტუაციური ნახაზი და ორთოფოტო)  შესაბამისად.

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.       

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში    გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე:  ქ. მცხეთა, ილია მეორის ქუჩა.

 

      საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                გიორგი ელოშვილი