დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გიორგი შაშურაშვილი N034-26) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „პირველი ქართული აუქციონი“ |
| მიღების თარიღი | 12/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
საჯარო შეტყობინება
აუქციონის შესახებ მოვალის/მესაკუთრის გაფრთხილების თაობაზე 2026 წლის 12 ნოემბერი |
სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული“ აუქციონი (ს/ნ: 204954086)
მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13 ელფოსტა: info@pqa.ge ვებსაიტი: www.pqa.ge ტელეფონი: 577783434 კრედიტორი: სს მისო „სკაპ“ (ს/ნ: 205274273) მოვალე/მესაკუთრე: გიორგი შაშურაშვილი (პ/ნ: 20001013122); მისამართი: თელავი, სოფ. ვარდისუბანი, ნატკორის I შეს. №4; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მოვალეს/მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც ვერ მოხერხდა, სპეციალისტი საჯაროდ ატყობინებს მოვალეს/მესაკუთრეს აუქციონის დანიშვნის თაობაზე. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საჯაროდ ვატყობინებთ მოვალე/მესაკუთრე: გიორგი შაშურაშვილს. სს მისო „სკაპს“ და გიორგი შაშურაშვილს შორის 2025 წლის 31 იანვარს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N GCL-SME-TL012166-2025. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების (იპოთეკის ხელშეკრულება N GCL-SME-I-TL012166-2025/01 გაფორმების თარიღი: 2025 წლის 31 იანვარი) 13.4.2 პუნქტის თანახმად, კრედიტორის 2026 წლის 19 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე ორ ლოტად: საჯარო აუქციონის N: 034-26 ლოტი N1 სარეალიზაციო ქონება: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 1056 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებულია ვენახი, მდებარე თელავი, სოფელი ვარდისუბანი (ს/კ: 53.08.36.008); აუქციონის ჩატარების დრო: 24.11.2026 წლის 13:00 სთ-დან, 30.11.2026 წლის 13:00 სთ-მდე. უძრავი ქონების საწყისი ფასი: 3 263.02 ლარი; ბიჯი 200 ლარი; ლოტი N2 სარეალიზაციო ქონება: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 5127 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე თელავი, სოფელი ვარდისუბანი (ს/კ: 53.08.36.380); აუქციონის ჩატარების დრო: 24.11.2026 წლის 14:00 სთ-დან, 30.11.2026 წლის 14:00 სთ-მდე. უძრავი ქონების საწყისი ფასი: 5 000.00 ლარი; ბიჯი 200 ლარი; აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“. სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონის“ დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ მიდელაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები