„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017515
81
13/11/2026
ვებგვერდი, 16/11/2026
120010000.22.026.017515
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №81

2026 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 25 მარტის №32 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.017316) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერის და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტის შემუშავება და ამ მიზნით, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობის უზრუნველყოფა);

გ) სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით და სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევისათვის, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება და გამოცემა;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჭიროების შემთხვევაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;“;

ბ.დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის ფარგლებში, ლიცენზიებისა და ნებართვების გაუქმებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელების მიზნებისთვის ინსტრუქციას და ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის ინსტრუქციას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შესაბამისი რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტს, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, როგორც კომისიის მდივანი;“;

ბ) „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) წარმოადგენს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მდივანს;

ტ) ახორციელებს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი