„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 12/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016836
30
12/11/2026
ვებგვერდი, 17/11/2026
300320000.16.009.016836
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №30

2026 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 168-ე მუხლების და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (სსმ III, №2, 09.01.2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995)

ა) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილიდან ამოღებულ იქნეს 38-ე, მე-40, მე-51, 55-ე და 66-ე პუნქტები;

ბ) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

1.

შპს „თბილისი ენერჯი“.

2026 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე

 

 

31.412

12.500

(შპს „ყამარი მ“-ის ყოფილ სალიცენზიო არეალში 2026 წლის 7 ოქტომბრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს განაწილების დროებითი ტარიფი, რომელიც შეადგენს 9.976 თეთრს)

45.738

(შპს „ყამარი მ“-ის ყოფილ სალიცენზიო არეალში 2026 წლის 7 ოქტომბრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს ტარიფი 43.214 თეთრის ოდენობით)

“.

 

მუხლი 2
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 7 ოქტომბრის თარიღიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე