„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 349
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.018076
349
12/11/2026
ვებგვერდი, 13/11/2026
230210000.22.033.018076
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №349

2026 წლის 12 ნოემბერი 

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს ცვლილება და „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო საწყობიდან ამავე საბაჟო საწყობის საკადასტრო კოდზე განთავსებულ და საბაჟო კონტროლის ზონად გამოცხადებულ სავაგონო სასწორამდე, აწონვის მიზნით, აგრეთვე აღნიშნული სავაგონო სასწორიდან იმავე საბაჟო საწყობში უკან, საბაჟო კონტროლის ზონად გამოცხადებული მისასვლელი ლიანდაგის გამოყენებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა;“.

2. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – ელექტრონული მოწმობა (დანართი №3–03)) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების (სარკინიგზო ვაგონი/კონტეინერი) საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ელექტრონული მოწმობა არ ივსება ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო საწყობიდან, ამავე საბაჟო საწყობის საკადასტრო კოდზე განთავსებულ და საბაჟო კონტროლის ზონად გამოცხადებულ სავაგონო სასწორამდე, აწონვის მიზნით, აგრეთვე აღნიშნული სავაგონო სასწორიდან იმავე საბაჟო საწყობში უკან, საბაჟო კონტროლის ზონად გამოცხადებული მისასვლელი ლიანდაგის გამოყენებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ მითითებულ მარშრუტზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე და არ ითვალისწინებს ამ მარშრუტის ფარგლებს გარეთ მათი გადაადგილებისას ელექტრონული მოწმობის შევსების ვალდებულებისგან გათავისუფლებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი