დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 532 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300350000.10.003.026082 |
|
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/12/2022, 300350000.10.003.023767) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების“:
1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. მომიჯნავე საპროექტო არეალებზე განთავსებული ორი ან მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გაერთიანების მსურველი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, გაერთიანების მიზნით, ამ მხარდაჭერის სქემის მე-8 მუხლის შესაბამისად, წარადგინოს განაცხადი. ამ პუნქტის საფუძველზე პროექტების გაერთიანების შემთხვევაში გაერთიანებულ ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განესაზღვრება გაერთიანებამდე შესაბამისი პროექტებისთვის დადგენილ ტარიფებს შორის ყველაზე დაბალი ტარიფი, ამ მუხლის პირველი − მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ტარიფის შემცირების წესის გამოყენების გარეშე, გარდა ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე შექმნილი გაერთიანებული ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიმართ ამავე მუხლის პირველი − მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ტარიფის შემცირების წესი გამოიყენება გაერთიანებული პროექტის შესახებ განაცხადთან ერთად წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის სხვაობის ამ მუხლის პირველი − მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით არსებობის შემთხვევაში.“. 2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული ვადა გააგრძელოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაუმეტეს 3 (სამი) წლით, თუ სამინისტროს წარედგინება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: ა) სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წერილი შესაბამისი ელექტროსადგურის ქსელში ინტეგრაციის შეუძლებლობის შესახებ; ბ) შესაბამისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ სათანადო ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურებული იქნება დაუძლეველი ძალის დადგომა და მისი გავლენა შესაბამისი მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე; გ) ინფორმაცია იმ ობიექტური გარემოებების შესახებ, რომლებიც დაინტერესებული მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზ(ებ)ით აფერხებენ ან შეუძლებელს ხდიან მის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით ან ამ მხარდაჭერის სქემით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.“. 3. მე-14 მუხლის: ა) პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე დაინტერესებული პირის მიერ მხარდაჭერის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას. 2. თუ შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ნაკლებია შესაბამისი პროექტისთვის ამ მხარდაჭერის სქემის საფუძველზე დადგენილ ტარიფზე, ესკო დაინტერესებულ პირს გადაუხდის ფასთა სხვაობას, როგორც საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე დანამატს. 3. თუ შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მეტია შესაბამისი პროექტისთვის ამ მხარდაჭერის სქემის საფუძველზე დადგენილ ტარიფზე, დაინტერესებული პირი ესკოს გადაუხდის ფასთა შორის სხვაობას.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, ესკოსა და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე დაინტერესებულ პირს შორის ურთიერთობა რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები