დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 530 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.026080 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 14 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის დადგენილ ვადაში, გარდა ამ მუხლით, 15 მუხლითა და „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 1566, 1567, 1568 და 15610 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 1563, 1564, 1566 და 1567 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“: ა) 54-ე და 541 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) 75-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) 821 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) 83-ე და 84-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) 86-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) 1565 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1566 – 15610 გრაფები:
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამავე დადგენილების ამოქმედებამდე შემოტანილი, სეს ესნ-ის 2402 10 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარელის, 2402 20 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარეტის, 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული საქონლის, სეს ესნ-ის 2403 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოსა და 2401 სასაქონლო პოზიციასა და 2403 19 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული თუთუნის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 16 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები