ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ვართანოვი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ვართანოვი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 60335/11
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 12/03/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2026
სარეგისტრაციო კოდი
60335/11
12/03/2026
ვებგვერდი, 11/11/2026
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ვართანოვი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეორე სექციის  გადაწყვეტილება 

საჩივარი №60335/11 საქმეზე „ვართანოვი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“

(იხ. დანართი ცხრილი)

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ 2026 წლის 12 მარტის სხდომაზე შემდეგი შემადგენლობით:

          სტეფანი პიზანი, თავმჯდომარე,
          იუჰა ლავაპურო,
          ჰიუ მერსერი, მოსამართლეები,

და ვიქტორია მარადუდინა, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,

გაითვალისწინა რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2011 წლის 21 სექტემბერს საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი ზემოაღნიშნული საჩივარი,

განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

ფაქტები და პროცედურა

საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი. რუსეთის მთავრობას ეცნობა საჩივრის შესახებ.

მომჩივნები კონვენციის 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე ჩიოდნენ, კერძოდ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოებში დაიწყეს სამართალწარმოება აფხაზეთში (საქართველო), მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მათ ვერ შეძლეს თავიანთი ქონების დაბრუნება. მათ ასევე წარადგინეს პრეტენზიები კონვენციის მე-6(1) მუხლისა და მე-14 მუხლის შესაბამისად.

2025 წლის 19 მაისს სასამართლომ გადაწყვიტა ორივე მთავრობისთვის ეცნობებინა მომჩივნების ზემოაღნიშნული საჩივრების შესახებ.

2025 წლის 15 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ კანცელარიაში წარადგინა თავისი მოსაზრებები საჩივრის მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ. ეს მოსაზრებები 2025 წლის 17 სექტემბერს გადაეგზავნა მომჩივნებს, რომლებსაც შესთავაზეს, რომ 2025 წლის 29 ოქტომბრამდე წარედგინათ საპასუხო მოსაზრებები. აღნიშნული ვადა მომჩივნების წარმომადგენლის მოთხოვნით გაგრძელდა 2025 წლის 10 დეკემბრამდე. რუსეთის მთავრობას არ წარმოუდგენია მოსაზრებები.

2025 წლის 10 დეკემბერს კანცელარიას შეატყობინეს სამივე მომჩივნის გარდაცვალების შესახებ. პროცედურის გასაგრძელებლად არცერთი მემკვიდრე არ გამოცხადებულა.

კანონმდებლობა

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის 37(1)(c)-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში განაცხადის განხილვის გაგრძელება აღარ არის გამართლებული (მიდგომის თვალსაზრისით შეადარეთ საქმე Špehar and Gojković v. Croatia (dec.), nos. 7535/21 და 58894/21, §§ 28‑29, 2025 წლის 8 ივლისი და შეუპირისპირეთ საქმე Karner v. Austria, no. 40016/98, §§ 27-28, ECHR 2003-IX).

აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საქმის ამორიცხვა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად  იღებს გადაწყვეტილებას საჩივარი ამორიცხოს საქმეების სიიდან.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2026 წლის 2 აპრილს.

                       

ვიქტორია მარადუდინა 

სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი     

სტეფანი პიზანი

თავმჯდომარე

                                          

დანართი

მომჩივნების სია

 

 

№

 

 

მომჩივნის სახელი

 

 

მოქალაქეობა

 

 

საცხოვრებელი ადგილი

 

 

წარმომადგენელი

 

1.

რობერტ არკადის ძე ვართანოვი

რუსეთი

მოსკოვი

კოროტეიევი კირილი ნიკოლაის ძე

2.

ვალენტინა სტეფანეს ასული კოვალენკო

რუსეთი

მოსკოვი

3.

ტატიანა ფიოდრის ასული შევჩენკო

რუსეთი

მოსკოვი