,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №379 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 403
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 30/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.010.275
  • Word
403
23/04/2007
სსმ, 60, 30/04/2007
200.120.000.22.033.010.275
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №379 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.010.275

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №403

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №379 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №379 ბრძანებაში (სსმ III, 28.04.06, №59, მუხ. 783) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების №1 დანართში სიტყვები ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური“;

ბ) ბრძანების №3 დანართით დამტკიცებული ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“:

ბ.ა) მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ოქმების გაცემა შემოსავლების სამსახურზე ხორციელდება მათი (შემოსავლების სამსახურის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

5. შემოსავლების სამსახურის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2). შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სამმართველო (შემდგომში _ სამმართველო) ოქმებს გასცემს შესაბამის საგადასახადო ინსპექციებზე. საგადასახადო ინსპექციები ოქმებს გასცემენ სამოქმედო ტერიტორიაზე სტრუქტურულ ერთეულებზე. განყოფილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღრიცხავს ოქმების გაცემას, შევსებას და გაუქმებას, რის შესახებაც ყოველკვირეულ ანგარიშს აცნობებს სტრუქტურულ ერთეულს. თავის მხრივ, სტრუქტურული ერთეულები ასევე ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გაცემულ და გაუქმებულ ოქმებს, რის შესახებაც ყოველკვირეულ ანგარიშს აცნობებენ საგადასახადო ინსპექციას, ხოლო საგადასახადო ინსპექცია ყოველკვირეულ ანგარიშს აცნობებს შემოსავლების სამსახურს.“;

ბ.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამდებობის პირები ადგენენ საწარმოებში, ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი