„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25566
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 06/11/2026
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016817
25566
06/11/2026
ვებგვერდი, 10/11/2026
000000000.00.00.016817
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №25566

2026 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე „შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) ამ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილია საგადასახადო შემოწმების ჯგუფის წევრად განსაზღვროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის მიერ წარდგენილი ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ;“;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ბ.ა) მე-6 მუხლის:

ბ.ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.“;

ბ.ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში  მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.“;

ბ.ბ) მე-8 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ბ.გ) მე-9 მუხლის:

ბ.გ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული იმპორტის გადასახდელის (მათ შორის, დამატებით), საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე) და მისი ვალდებული პირებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;”;

ბ.გ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.დ) მე-10 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.ე) 101 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ბ.ვ) მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.ზ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ბ.თ) 121 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ბ.ი) მე-13 მუხლის:

ბ.ი.ა) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისათვის მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის , ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;

რ) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისათვის მიმართვისას საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფ;“;

ბ.ი.ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.კ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.კ.ა) „დ3“ და “დ4“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ3) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით განყოფილებისათვის მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი /მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;

დ4) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით განყოფილებისათვის მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი /მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;”;

ბ.კ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.ლ) მე-15 მუხლის:

ბ.ლ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.ლ.ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ლ.ბ.ა ) „ჟ4“ და „ჟ5“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ4) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით გაფორმების ეკონომიკური ზონისათვის (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა ) მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;

ჟ5) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით გაფორმების ეკონომიკური ზონისათვის (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა ) მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე ) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;”

ბ.ლ.ბ.ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს ) დეპარტამენტის უფროსის /მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება .“;

ბ.ლ.გ ) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.ლ.დ) მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.მ) მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.ნ) მე-17 მუხლის:

ბ.ნ.ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.“;

ბ.ნ.ბ ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.“;

ბ.ნ.გ ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.“

ბ.ო) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ო.ა ) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;“;

ბ.ო.ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.პ) მე-19 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ბ.ჟ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.რ ) 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.ს) 22-ე მუხლის:

ბ.ს.ა) „დ3“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ3) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, „საგადახდო დავალების“, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე და მონაცემთა დამუშავების სამმართველოს უფროსი/მოადგილე) მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;”;

ბ.ს.ბ) „დ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ5) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ზედმეტად გადახდილი თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე და მონაცემთა დამუშავების სამმართველოს უფროსი/მოადგილე) მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;“;

ბ.ს.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ბ.ტ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                     მამუკა ბარათაშვილი