დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017778 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/11/2025, 140130000.22.034.017641) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის:
1. 611 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელი შეიძლება განთავსდეს დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილების) (შემდგომ − მიმღები ცენტრი) შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში, სადაც ფუნქციონირებს დროებითი განთავსების ცენტრი. 2. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში არსებულ დროებითი განთავსების ცენტრში უცხოელი თავსდება ამ წესით განსაზღვრული პროცედურის დაცვით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასა და ამ წესით გათვალისწინებული სხვა პროცედურის განხორციელებას უზრუნველყოფს მიმღები ცენტრი ამ წესის შესაბამისად.“. 2. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები