დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 016 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 09/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.58.070.016111 |
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და 32-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) სტაჟირების გავლის პირობებსა და წესს. |
| მუხლი 2 |
სამსახურში სტაჟირების მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, კვალიფიკაციის ამაღლება, დასაქმების ხელმისაწვდომობა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადება.
|
| მუხლი 3 |
1. სამსახურში სტაჟირება წარმოადგენს აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/ სტაჟიორის მიერ სამსახურის საშტატო თანამდებობაზე ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელებას.
2. აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის თანამდებობა და რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის საშტატო ნუსხის შესაბამისად. |
თავი II
სტაჟირების კომისია |
| მუხლი 4 |
1. აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის კონკურსის წესით მიღებას, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობასა და შეფასებას ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის (შემდგომ – გენერალური აუდიტორი) ბრძანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებისგან შექმნილი შესაბამისი კომისია.
2. კომისია შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრებისაგან. 3. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის საქმიანობას წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისია უფლებამოსილია განიხილოს სტაჟირების საკითხები, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 5. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. 7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 8. კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სამსახურის სხვა თანამშრომლები, რომლებიც არ არიან კომისიის წევრები. |
| მუხლი 5 |
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი, რომელიც ასრულებს კომისიის სამდივნოს ფუნქციას.
2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, სტაჟიორობის კანდიდატთა განაცხადების (სააპლიკაციო ფორმა) მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისთვის წარდგენა. 3. სამდივნო ახორციელებს კომისიის სხდომის ოქმების შედგენას. |
თავი III
სტაჟიორთა კონკურსი |
| მუხლი 6 |
1. სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით. კონკურსი ცხადდება გენერალური აუდიტორის ბრძანებით.
2. სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორად/სტაჟიორ-ანალიტიკოსად/სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, აქვს უმაღლესი განათლება ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. 3. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს: ა) შესაბამისი განაცხადი (სააპლიკაციო ფორმა); ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის ან გავლის შესახებ. 4. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების (სააპლიკაციო ფორმა) მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით. |
| მუხლი 7 |
პირი აუდიტორ-სტაჟიორად/სტაჟიორ-ანალიტიკოსად/სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
ა) ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; ბ) საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა; გ) სტაჟირებაზე მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება. |
| მუხლი 8 |
1. სტაჟიორთა კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმე ეტაპად: წერილობითი და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.
2. სტაჟიორთა კონკურსის ეტაპების რაოდენობას, ჩატარების ფორმას, წესსა და ვადებს, კონკურსის პროგრამასა და გამსვლელი ქულის ბარიერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური აუდიტორი ბრძანებით. |
| მუხლი 9 |
1. სამსახურის მიერ სტაჟიორთა კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, შესაძლებელია ინფორმაცია განთავსდეს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში და სხვა ციფრულ პლატფორმებზე.
2. ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონკურსის პროგრამასა და კონკურსის ეტაპების გავლის პირობებს; ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ; გ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალს, სადაც მიღება შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში; დ) თანამდებობრივი სარგოს შესახებ; ე) კანდიდატის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს; ვ) განაცხადისა და წარმოსადგენი დოკუმენტების წარდგენის ვადას. 3. გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით დასაშვებია სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. სტაჟიორთა კონკურსის პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, ხოლო მეორე ეტაპი – პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში. |
| მუხლი 10 |
1. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების კონკურსის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენს სამდივნო.
2. სამდივნო კონკურსის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ სტაჟიორობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას და მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას წარუდგენს კომისიას. |
| მუხლი 11 |
1. სტაჟიორობის კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე გონივრულ ვადაში.
2. სტაჟიორობის კანდიდატს მიეწოდება ინფორმაცია მის მიერ მიღებული შეფასების შედეგების შესახებ კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში. 3. სტაჟიორობის კანდიდატი კონკურსის შემდგომ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ წინა ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში. |
| მუხლი 12 |
1. სტაჟიორთა კონკურსის წერილობითი ეტაპისა და ზეპირი გასაუბრების მიზანია კანდიდატის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება.
2. წერილობითი ეტაპის გამსვლელი ქულის ბარიერი განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ბრძანებით. 3. სტაჟიორობის კანდიდატის თეორიული ცოდნისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის ტარდება გასაუბრება. 4. გასაუბრების ეტაპზე გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა შეფასების ფორმას (დანართი №1). |
| მუხლი 13 |
სტაჟიორთა კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით სამსახურში იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ბრძანებით.
|
| მუხლი 14 |
კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციასა და რეკომენდაციას იმ კანდიდატების შესახებ, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები, კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს გენერალურ აუდიტორს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
|
თავი IV
სტაჟირების პირობები და ვადა |
| მუხლი 15 |
1. აუდიტორ-სტაჟიორი/სტაჟიორ-ანალიტიკოსი/სტაჟიორი გაივლის სწავლებას, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.
2. გენერალური აუდიტორის ბრძანებით სტაჟირების ხელმძღვანელობა ეკისრება სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სადაც ინიშნება აუდიტორ-სტაჟიორი/სტაჟიორ-ანალიტიკოსი/სტაჟიორი. 3. სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის მიერ საქმიანობის პროცესში შესასრულებელი აქტივობების მინიმალურ პროგრამებს ამტკიცებს გენერალური აუდიტორი. აღნიშნული პროგრამის შესრულების შესახებ ინფორმაცია (დანართი №2) პერიოდულად წარედგინება ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტს. |
| მუხლი 16 |
1. სტაჟიორობის კანდიდატმა, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი, სამდივნოს უნდა წარუდგინოს:
ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი; ბ) ფოტოსურათი (ელექტრონული სახით); გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; ვ) დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის ან გავლის შესახებ; ზ) შრომის წიგნაკი ან ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან. |
| მუხლი 17 |
1. სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის სტაჟირების ვადა განისაზღვრება 12 თვით, ხოლო სტაჟიორის – 6 თვით.
2. აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის სტაჟირების ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო სტაჟიორის სტაჟირების სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, გონივრულ ვადაში, კომისიის მიერ ხორციელდება შუალედური შეფასება წერითი დავალების ან/და ზეპირი გასაუბრების ფორმით (დანართი №3) და სტაჟირების ხელმძღვანელის დახასიათების (დანართი №4) გათვალისწინებით. 3. კომისია უფლებამოსილია გენერალურ აუდიტორს წარუდგინოს შუალედური შეფასების საუკეთესო შედეგების მქონე აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის თაობაზე ინფორმაცია, რომელიც გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით შეიძლება ვადაზე ადრე დანიშნულ იქნეს სამსახურში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე. 4. აუდიტორ-სტაჟიორს/სტაჟიორ-ანალიტიკოსს/სტაჟიორს, რომელიც ვერ გაივლის შუალედურ შეფასებას, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ვადაზე ადრე შეუწყდეს სტაჟირება. 5. სტაჟირების ვადა ითვლება შრომით სტაჟში. |
თავი V
აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის უფლება-მოვალეობები |
| მუხლი 18 |
1. აუდიტორ-სტაჟიორს/სტაჟიორ-ანალიტიკოსს/სტაჟიორს უფლება აქვს სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ:
ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამსახურისა და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ ღონისძიებებში და თათბირებში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) გაეცნოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესასრულებლად. 2. აუდიტორ-სტაჟიორი/სტაჟიორ-ანალიტიკოსი/სტაჟიორი ვალდებულია: ა) ხარისხიანად და დროულად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები; ბ) ხარისხიანად და დროულად შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები; გ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესის და სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები; ე) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად, პროფესიული უნარ-ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად; ვ) არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობების შესრულებისას; ზ) სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება დააფიქსიროს სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი მოწმობის გამოყენებით; თ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის მოთხოვნისთანავე წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში. 3. აუდიტორ-სტაჟიორი/სტაჟიორ-ანალიტიკოსი/სტაჟიორი საკუთარი ინიციატივით, ასევე კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მისი თანხმობით, გენერალური აუდიტორის ბრძანებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულში. |
თავი VI
სამსახურის მოვალეობები |
| მუხლი 19 |
1. სამსახური აუდიტორ-სტაჟიორს/სტაჟიორ-ანალიტიკოსს/სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს თეორიული ცოდნის გაღრმავების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს აუდიტორ-სტაჟიორისთვის/სტაჟიორ-ანალიტიკოსისთვის/სტაჟიორისთვის შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობების დამზადებას და გაცემას. 3. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, გენერალური აუდიტორის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის სამსახურებრივი მივლინების თაობაზე. მივლინებაში გაგზავნა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. აუდიტორ-სტაჟიორზე/სტაჟიორ-ანალიტიკოსზე/სტაჟიორზე ვრცელდება სამსახურის მოსამსახურისთვის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები. |
| მუხლი 20 |
1. სტაჟირების ხელმძღვანელი აუდიტორ-სტაჟიორს/სტაჟიორ-ანალიტიკოსს/სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებსა და მიმართულებას, აწვდის დროულ და სწორ მითითებებს, განუსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს ვადას, ხელს უწყობს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის დახასიათება (დანართი №4) წარუდგინოს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტს მისი მოთხოვნისთანავე. 3. სტაჟირების ხელმძღვანელს პასუხისმგებლობა, ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 21 |
1. სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი.
2. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დახასიათების ფორმის მიწოდების შემდეგ, აუდიტორ-სტაჟიორზე/სტაჟიორ-ანალიტიკოსზე/სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემები წარუდგინოს კომისიას. |
თავი VII
სტაჟირების შეჩერება და შეწყვეტა |
| მუხლი 22 |
სტაჟირება ჩერდება აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის სამსახურში ხანგრძლივად არყოფნის პერიოდში (ხანგრძლივი ავადმყოფობა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა, მის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დრო, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება) და აღნიშნული პერიოდი სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.
|
| მუხლი 23 |
1. სტაჟირება წყდება სტაჟირების ვადის გასვლისთანავე.
2. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ამ წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის სამსახურის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა; გ) სხვა სამსახურში დანიშვნა; დ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა; ე) დავალებების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება; ვ) სტაჟირების პერიოდში უარყოფითი შეფასებების მიღება; ზ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; თ) სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა; ი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; კ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ლ) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; მ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა; ნ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა; ო) გარდაცვალება. 3. გადაწყვეტილებას სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იღებს გენერალური აუდიტორი – კომისიის რეკომენდაციის, სამსახურის ადამიანური რესურსებისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარდგინების ან სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, აუდიტორ-სტაჟიორი/სტაჟიორ-ანალიტიკოსი/სტაჟიორი მის სახელზე გაცემულ სამსახურებრივ მოწმობას 5 დღის ვადაში აბარებს სამსახურის ადამიანური რესურსებისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტს. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში აუდიტორ-სტაჟიორი/სტაჟიორ-ანალიტიკოსი/სტაჟიორი 5 დღის ვადაში სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომელს აბარებს ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა, ასევე, იმ მატერიალურ/ელექტრონულ დოკუმენტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. |
თავი VIII
სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება და თანამდებობაზე დანიშვნა |
| მუხლი 24 |
1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ კომისია ატარებს გასაუბრებას და ახდენს აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის შეფასებას, სტაჟირების მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების გათვალისწინებით.
2. აუდიტორ-სტაჟიორი/სტაჟიორ-ანალიტიკოსი/სტაჟიორი ფასდება (დანართი №3) სტაჟირების შედეგების და სტაჟირების ხელმძღვანელის დახასიათების (დანართი №4) გათვალისწინებით. 3. კომისია აუდიტორ-სტაჟიორის/სტაჟიორ-ანალიტიკოსის/სტაჟიორის საბოლოო შეფასების შედეგების საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ. 4. დადებითი შეფასების შედეგების მქონე კანდიდატების შესახებ ინფორმაციას კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს გენერალურ აუდიტორს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მათი სამსახურის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 5. სტაჟირების შედეგები ითვლება დადებითად შეფასებულად, თუ აუდიტორ-სტაჟიორს/სტაჟიორ-ანალიტიკოსს/სტაჟიორს ვადაზე ადრე შეუწყდა სტაჟირება და დაინიშნა სამსახურის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე. 6. სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი (დანართი №5 და დანართი №6). |
| მუხლი 25 |
1. დადებითი შეფასების შედეგების მქონე აუდიტორ-სტაჟიორი/სტაჟიორ-ანალიტიკოსი/სტაჟიორი, რომელიც არ იქნა მიღებული სამსახურის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, ჩაირიცხება რეზერვში ერთი წლის ვადით.
2. რეზერვში ჩარიცხულ პირთა რეესტრს აწარმოებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი. |
| მუხლი 26 |
ამ წესის შესაბამისად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები