„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017777
121
11/11/2026
ვებგვერდი, 12/11/2026
140130000.22.034.017777
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №121

2026 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №104 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/10/2025, 140130000.22.034.017633) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის:

1. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირს უფლება აქვს, ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებიდან 10 დღის განმავლობაში დარჩეს მიმღებ ცენტრში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია დატოვოს მიმღები ცენტრი.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. მიმღებ ცენტრში არსებული სივრცეები

1. მიმღები ცენტრი შედგება „A“, „B“, „C“ და „D“ ფლიგელებისგან. „B“ ფლიგელში განთავსებულები არიან თავშესაფრის მაძიებლები ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

2. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში ფუნქციონირებს დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს დროებითი განთავსების ცენტრი (განყოფილება) (შემდგომ – დროებითი განთავსების ცენტრი), სადაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთავსებულები არიან საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელები, „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებული წესის 611 მუხლით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

3. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში არსებული დროებითი განთავსების ცენტრში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის, საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურის განხორციელებას უზრუნველყოფს მიმღები ცენტრი „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი