საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017741
1260
09/11/2026
ვებგვერდი, 09/11/2026
100110000.22.027.017741
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1260

2026 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის თანდართული ნიმუში და გამოყენების წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუში და გამოყენების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებსა (დანართი №1) და გამოყენების საკითხებს.

მუხლი 2. სამსახურებრივი ფორმის ტარება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივ ფორმას ატარებს:

ა) პრობაციის ოფიცერი;

ბ) სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის მოსამსახურე;

გ) სააგენტოს ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრის მოსამსახურე;

დ) სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც პირთა უშუალო მომსახურებას ახორციელებს.

2. სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს (შემდგომ – მოსამსახურე) სამსახურებრივი ფორმით უზრუნველყოფს სააგენტო.

მუხლი 3. სამსახურებრივი ფორმის ტარებისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები

1. მოსამსახურე სამსახურებრივ ფორმას ატარებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ოფიციალური შეხვედრებისა და ვიზიტების დროს.

2. მოსამსახურე ვალდებულია მოუფრთხილდეს სამსახურებრივ ფორმას და გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად.

3. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურებრივ ფორმასთან ერთად საიუველირო ნაკეთობების ან სხვა სახის ხელოვნური მორთულობების თვალსაჩინოდ ტარება. დასაშვებია ერთად საქორწინო ბეჭდის, მაჯის საათისა და ოპტიკური სათვალის სამსახურებრივ ფორმასთან ტარება.

4. მოსამსახურის მიერ ამ წესის შეუსრულებლობა შესაძლებელია გახდეს დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი.