,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის №112 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 396
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 30/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.268
  • Word
396
23/04/2007
სსმ, 60, 30/04/2007
230.210.000.22.033.010.268
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის №112 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.268

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №396

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის  №112 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტა­მენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის №112 ბრძანებაში (სსმ III, 23.02.2006, №24,  მუხ. 290) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინის­ტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრა­ციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 444, 912, 99, 1291, 194 და 195 მუხლების, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 239-ე მუხლის მე-19, 29, 51, 521 და 57-ე ნაწილების, 240-ე მუხლის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სა­ფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

გ)  მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიცხება ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2). ოქმებს გასცემს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფი) რეგიონალური საბაჟოების შესაბამის განყოფილებებზე (შემდგომში – განყოფილება). რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთზე“ გაიცემა ოქმები სერიით ,,რსა“, ხოლო რეგიონალურ საბაჟო ,,დასავლეთზე“ სერიით ,,რსდ“. განყოფილება ოქმებს გასცემს სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟოს სტრუქტურულ ერთეულებზე. განყოფილება აღრიცხავს ოქმების გაცემას, შევსებას, გაუქმებას, რის შესახებაც ყოველი კვირის ანგარიშს აცნობებს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. რეგიონალური საბაჟოს სტრუქტურული ერთეულები ასევე ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გაცემულ და გაუქმებულ ოქმებს, რის შესახებაც ყოველი კვირის ანგარიშს აცნობებენ განყოფილებას.

    მუხლი 5.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებისა და ადმინისტრა­ციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა რეგისტრაცია ხდე­ბა ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრა­ციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალში“ (დანართი №3), რომელსაც, როგორც წესი, აწარმოებენ განყოფილებები. ზონარგაყრილი და შემოსავლების სამსახურის გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ჟურნალი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით გაიცემა განყოფილებებზე“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს შემოსავლების სამსახურის უფროსს.“;

ე) №1 და №1  დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

დანართი №1ა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შემოსავლების სამსახური

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

№000000 /----------/                                       სერია ,,რსა”

,,--------“----------------------------------- “   200  წ.

1. __________________________________________________________________________________

                                                                (ოქმის შევსების ადგილი)

2. ____________________________________________________________________________________

                                     (ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი)

3. ____________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

                                           (მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ)

4. ____________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)

5. ___________________________________________________________________________________

(ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარ­ღვევისათვის, მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)

6. მოწმეთა სახელი, გვარი, მისამართი (თუ ისინი არიან) ___________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

7. სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება __________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

8. ოქმს თან ერთვის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები

9. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები

10. ოქმის შემდგენის ხელმოწერა _______________________________________

11. მოწმეთა ხელმოწერა 1------------------ 2----------------------- 3----------------

12. სამართალდამრღვევი ________________________________________________________________

                                                            (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი)

13. შენიშვნა ___________________________________________________________________________

დანართი №1

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შემოსავლების სამსახური

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

№000000 /----------/                                 სერია „რსდ”

“--------”-----------------------------------”   200  წ.

1___________________________________________________________________________________

                                                         (ოქმის შევსების ადგილი)

2___________________________________________________________________________________

                                       (ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი)

3 __________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

                                               (მონაცემები დამრღვევი პირის შესახებ)

4___________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

           (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)

5. ___________________________________________________________________________________

(ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევი­სათვის , მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)

6. მოწმეთა სახელი, გვარი, მისამართი (თუ ისინი არიან)

 _______________________________________________________________________________________

 ___________________________________________________________________________________

7. სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება

 ____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

8. ოქმს თან ერთვის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

9. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ­დარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები

10.ოქმის შემდგენის ხელმოწერა________________________________

11. მოწმეთა ხელმოწერა 1------------------ 2----------------------- 3----------------

12.სამართალდამრღვევი

 ____________________________________________________________________________________

                                      (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი)

13.შენიშვნა __________________________________________________________________________