დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 527 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.026077 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის №601 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/12/2019, 300160070.10.003.021621) შეტანილ იქნეს ცვლილება და: 1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტის – კოლხეთის ეროვნული პარკის, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – კოლხეთის ეროვნული პარკის, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმა“.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმაში“: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტი – კოლხეთის ეროვნული პარკის, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმა“; ბ) პირველი − მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მენეჯმენტის გეგმის მიზანი მენეჯმენტის გეგმის ძირითად მიზანს წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკის, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილის გრძელვადიანი (20-25-წლიანი) მიზნების, მენეჯმენტის გეგმის ძალაში ყოფნის პერიოდში (9 წელი) განსახორციელებელი პროგრამების, მიზნებისა და ინდიკატორების, ქმედებებისა და ღონისძიებების განსაზღვრა, პირველი 3 წლის განმავლობაში განსახორციელებელი კონკრეტული საოპერაციო გეგმის შემუშავება. მუხლი 2. მენეჯმენტის გეგმის მოქმედების არეალი ეს მენეჯმენტის გეგმა, როგორც სამოქმედო და სტრატეგიული დოკუმენტი, შემუშავდა კოლხეთის ეროვნული პარკისთვის, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილისთვის. მენეჯმენტის გეგმა მომზადდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის №110 ბრძანების − „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპების და პროცედურების შესახებ“ შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, მენეჯმენტის გეგმა სავალდებულოა ყველა დაცული ტერიტორიისათვის. მუხლი 3. დაცული ტერიტორიის მარეგულირებელი და ინსტიტუციონალური ჩარჩო „კოლხეთის ეროვნული პარკის, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმას“ სამართლებრივ საფუძვლად დაედო: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ“ რამსარის კონვენცია (2007 წლის 30 მარტის საქართველოს პარლამენტის №4606 დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად განისაზღვრა კოლხეთის დაცული ტერიტორიების სახმელეთო საზღვრები, რომელთა მდებარეობა და ფართობი განსაზღვრულია „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში, აღნიშნულ საიტს ეწოდება „ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები“) და მოქმედი კანონმდებლობა.“; გ) თავი II-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კოლხეთის ეროვნული პარკის, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილის აღწერა“; დ) მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 44 387 ჰა-ს, მათ შორის, სახმელეთო ტერიტორიის ფართობია 29229 ჰა, ხოლო მდ. რიონისა და მდ. ჭურიის შესართავებს შორის მდებარე საზღვაო აკვატორიის − 15 158 ჰა. 3. ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის (მდინარეების − ჭურიისა და ხობისწყალის ხეობების ზღვისპირა მონაკვეთებს შორის), ნაბადასა (მდინარეების − ხობისწყლისა და რიონის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) და იმნათის (მდინარეების − რიონისა და სუფსის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინარეების − ხობისწყლისა და რიონის კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა აღნიშნულისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და მდ. ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია. ზღვის აკვატორია წარმოდგენილია ზღვის ჩრდილოეთ რაიონის აკვატორიისა და ზღვის სამხრეთ რაიონის აკვატორიის სახით. ზღვის სამხრეთ აკვატორიას, თავის მხრივ, კოლხეთის მრავალმხივი გამოყენების ტერიტორია ყოფს ორ უბნად.“; ე) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მოიცავს მდ. რიონისა და მდ. ხობიწყლის შესართავებს შორის მდებარე საზღვაო აკვატორიის ნაწილს, რომელსაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება კოლხეთის ეროვნული პარკის ზღვის აკვატორია. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მთლიანი ფართობი შეადგენს 593 ჰექტარს.“; ვ) მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. კოლხეთის ეროვნული პარკის, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილის შექმნის ისტორია“; ზ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. 2026 წელს განხორციელდა კოლხეთის ეროვნული პარკის რეკატეგორიზაცია და მდ. რიონისა და მდ. ხობიწყლის შესართავებს შორის მდებარე კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო აკვატორიის ნაწილს, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (28/05/26 წ.) განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, მიენიჭა მრავამხრივი გამოყენების ტერიტორიის სტატუსი.“; თ) თავი III-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კოლხეთის ეროვნული პარკის, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილის გრძელვადიანი მიზნები“; ი) თავი IV-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კოლხეთის ეროვნული პარკის, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილის სიტუაციური ანალიზი“; კ) თავი V-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კოლხეთის ეროვნული პარკის შიდა ზონირება, კოლხეთის ეროვნული პარკის, კაცობურის აღკვეთილისა და კოლხეთის მრავამხრივი გამოყენების ტერიტორიის საზღვრებში დაშვებული საქმიანობები“; ლ) 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობია 44 387 ჰა. 3. გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – 22322 ჰა; ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა – 7701 ჰა; გ) ტრადიციული გამოყენების ზონა – 14364 ჰა.“; მ) 44-ე მუხლის: მ.ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.თ“ ქვეპუნქტი: „ა.თ) საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში დაშვებულია თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების“ შესაბამისად, კვლევების ჩატარების მიზნით;“; მ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი: „ბ.ლ) საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში დაშვებულია თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების“ შესაბამისად, კვლევების ჩატარების მიზნით;“; ნ) 45-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სტატუსი, ფართობი, დაშვებული და აკრძალული საქმიანობები 1. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საზღვრები, ფართობი და სტატუსი დადგენილია „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლით. 2. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფართობი შეადგენს 593 ჰა-ს. 3. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ: ა) სამეცნიერო კვლევა; ბ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით, სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით, მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ დაცვის რეჟიმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება; ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით, თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება, კვლევების ჩატარების მიზნით; ზ) 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძისა და არაუმეტეს 9 კვანძის სიჩქარით. 4. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე მცურავი საშუალებებით გადაადგილება ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების“ შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებების განხორციელებას.“; ო) დანართ 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კოლხეთის ეროვნული პარკის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და კაცობურის აღკვეთილის ადგილმდებარეობის რუკა“; პ) დანართი 1 და დანართი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 1
დანართი 2 კოლხეთის ეროვნული ზონირების რუკა
ჟ) დანართ 11-ის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კოლხეთის ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონის კოორდინატები: ა.ა) კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა, ზღვის აკვატორიის საქართველოს ტერიტორიული ზღვის სამხრეთი რაიონი: უბანი 1
უბანი 2
ა.ბ) კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა, სახმელეთო ნაწილი:
.“; რ) დანართი 12 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 12 „UNESCOS-ს ნომინირებული ტერიტორიების ზონები და ტერიტორიულ-ფუნქციური ზონები“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება 


დოკუმენტის კომენტარები