„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2026
ძალაში შესვლის თარიღი 20/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.026075
525
06/11/2026
ვებგვერდი, 09/11/2026
040030000.10.003.026075
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №525

2026 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 123 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156​1, 156​2 და 156​5 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 541, 68-ე, 681, 82-ე, 821 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.

4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 1561, 1562 და 1565 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან პირი თავისუფლდება ამ დადგენილების 17 მუხლის „ა“ – „დ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 1561, 1562 და 1565 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, თუ საბაჟო დეკლარაციის შევსება მოთხოვნილია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, აღნიშნულ მომსახურებაზე ვრცელდება ამ დადგენილების 110 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში – ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156​4 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 156​5 გრაფა:

„156​5

სეს ესნ-ის 2523 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ცემენტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის დეკლარირებისას წარდგენილია „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2016 წლის 27 ივნისის შეთანხმების ან „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ 2019 წლის 21 ოქტომბრის შეთანხმების გათვალისწინებით გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია)

1 ტონა – 40 ლარი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 20 ნოემბრიდან და ძალაშია 2027 წლის 20 მაისამდე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე