გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-91. 91263074
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/11/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.166.016008
გ-91. 91263074
03/11/2026
ვებგვერდი, 09/11/2026
000000000.00.166.016008
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-91.91263074

2026 წლის 3 ნოემბერი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“   მე-8 მუხლისა და  მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის,  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და  მე-15 პუნქტის  შესაბამისად:

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩუმლაყში მე-17  ქუჩასა და მე-11 ქუჩის I შესახვევს შორის   არსებულ უსახელო ქუჩას  ეწოდოს 34-ე ქუჩა (თანდართული რუკის შესაბამისად).

2.  განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. ამ განკარგულების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

5. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. მისამართი (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24).

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ვანო ბერიძიშვილი