დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.022.018931 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 27/01/2012; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.022.016285) პირველ პუნქტს 1.14 ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.15-1.17 ქვეპუნქტები:
„1.15. ელექტრონული სერვისის (API) მეშვეობით, კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის (გარდა, იმ კერძო სამართლის იურიდიული პირისა, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაცემთა მიწოდება – თითოეული მოთხოვნა (Request) – 0,15 ლარი (15 თეთრი). შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება კერძო სამართლის იურიდიული პირი, თუ სერვისით სარგებლობა ხორციელდება ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ (რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი) დადგენილი შეღავათებით ან სოციალური პროგრამებით მოსარგებლე პირთა გადამოწმების მიზნით. 1.16. თანამშრომელთა ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემით (staff.emis.ge) სარგებლობა – 60 ლარი (ყოველთვიური გადასახადი). 1.17. საქართველოს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ერთიანი რეესტრით სარგებლობა – 200 ლარი (ყოველთვიური გადასახადი).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები