,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 30/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.010.267
  • Word
395
23/04/2007
სსმ, 60, 30/04/2007
200.230.040.22.033.010.267
,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.010.267

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 395

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებით დამტკიცებულ ,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციაში (სსმ III, 28.10.05,  №126, მუხ.1407) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,16. საჭიროების შემთხვევაში რეზიდენტს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ინსპექციას, რათა შემოსავლების სამსახურმა საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მეორე ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს თხოვნით არსებული ინფორმაციის სისწორის დადასტურების თაობაზე.

17. ფორმა №1, აგრეთვე ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცნობა შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულო დაწესებულების მიერ დოკუმენტების ლეგალიზების წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს განსხვავებულ წესს. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს ფორმა №1-ის (მოთხოვნის) ორიგინალი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახური ამოწმებს, თუ ტექნიკურად რამდენად სწორად (სრულყოფილად) არის შევსებული ფორმა (მოთხოვნა) და უზრუნველყოფს მის შესაბამისი საგადასახადო ინსპექციისათვის გადაგზვნას. ფორმა №1-ისა და ზემოაღნიშნული ცნობის წარდგენა საკონსულო დაწესებულების მიერ დოკუმენტების ლეგალიზების გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო კონვენცია, რომელზედაც მიერთებულია საქართველო. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებულ უნდა იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ, რაც უნდა დასტურდებოდეს გერბიანი ბეჭდით“.

ბ) მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. ფორმა №2, აგრეთვე ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ცნობა შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულო დაწესებულების მიერ დოკუმენტების ლეგალიზების წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს განსხვავებულ წესს. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახური ამოწმებს, თუ ტექნიკურად რამდენად სწორად (სრულყოფილად) არის შევსებული ფორმა (მოთხოვნა) და უზრუნველყოფს მის შესაბამისი საგადასახადო ინსპექციისათვის გადაგზავნას. ფორმა №2-ისა და ზემოაღნიშნული ცნობის წარდგენა საკონსულო დაწესებულების მიერ დოკუმენტების ლეგალიზების გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო კონვენცია, რომელზედაც მიერთებულია საქართველო. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებულ უნდა იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ, რაც უნდა დადასტურდეს გერბიანი ბეჭდით“.

გ) მე-4 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

,,14. ფორმა №3 ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება შემოსავლების სამსახურს, მეორე რჩება საგადასახადო ინსპექციაში.

15. ფორმა №3-ის საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსათვის გაგზავნა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ“.

დ) მე-5 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ფორმა №4 ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება შემოსავლების სამსახურს, მეორე რჩება საგადასახადო ინსპექციაში.

10. ფორმა №4-ის საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსათვის გაგზავნა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი