„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.026072
522
04/11/2026
ვებგვერდი, 05/11/2026
280120000.10.003.026072
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №522

2026 წლის 4 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 280120000.10.003.025534) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის“ შესავალი ნაწილის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 02 03) განსაზღვრული ასიგნება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 137 223 000 ლარს.“.

2. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა“) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)

პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 48 060 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):

დანა-რ თის №

ქვეპროგრამის/კომპონენტის დასახელება

ლარი

1.1

შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

5 250 000

1.1.1

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) კომპონენტი

4 789 200

1.1.2

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების

მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტი

460 800

1.2

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

9 950 000

1.2.1

ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი

3 000 000

1.2.2

აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით უზრუნველყოფის კომპონენტი

201 000

1.2.3

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

4 770 000

1.2.4

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

1 800 000

1.2.5

ყრუ შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი

10 000

1.2.6

ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და

გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი

12 000

1.2.6.1

ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით

ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ქვეკომპონენტი

2 500

1.2.7

უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი

7 000

1.2.8

პერსონალური ამწით უზრუნველყოფის კომპონენტი

150 000

1.3

ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

78 000

1.4

სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

14 800 000

1.4.1

ხანდაზმულთა და შშმ პირთა ხანგრძლივი ზრუნვის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

1.4.2

შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი:

ა) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის

მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

ბ) შშმ პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით

უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

 

1.4.3

18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა

ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

1.5

ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

42 000

1.6

პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

14 840 000

1.7

შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

3 100 000

 

ჯამი:

  48 060 000.“.

 

3. №1.1 დანართის („შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტია 5 250 000 ლარი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) კომპონენტის შემთხვევაში − 4 789 200 ლარით;“.

4. №1.1.1 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები)“ კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 789 200 ლარით.“.

5. №1.2 დანართის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 950 000 ლარით.“.

6. №1.2.1 დანართის („ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 000 000 ლარით.“.

7. №1.2.2 დანართის („აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 201 000 ლარით.“.

8. №1.2.3 დანართის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 770 000  ლარით.“.

9. №1.2.4 დანართის („სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 800 000 ლარით.“.

10. №1.2.5 დანართის („ყრუ შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი“)   მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 10 000 ლარით.“.

11. №1.2.6 დანართის („ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 12 000 ლარით, მათ შორის, 1.2.6.1 დანართის შემთხვევაში ქვეკომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება  2 500 ლარით.“.

12. №1.2.7 დანართის („უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 7 000 ლარით.“.

13. №1.2.8 დანართის („პერსონალური ამწით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 150 000 ლარით.“.

14. №1.3 დანართის („ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 78 000 ლარით.“.

15. №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14 800 000 ლარით.“.

16. №1.5 დანართის („ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 42 000 ლარით.“.

17. №1.6 დანართის („პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14 840 000 ლარით, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზნობრივი ტრანსფერის სახით გადაეცემა მუნიციპალიტეტს.“.

18. №1.7 დანართის („შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 100 000 ლარით.“.

19. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა“) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 89 163 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია/კომპონენტებია:

დანარ-თის №

პროგრამის დასახელება

ბიუჯეტი/ლარი

2.1

ბავშვიანი ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარების ქვეპროგრამა

4 350 000

2.1.1

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების კომპონენტი

 

2.1.2

ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვთა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.1.3

ფენილკეტონურიის/ცელიაკიის/ჰომოცისტინურიის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.2

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

15 950 000

2.3

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა

28 400 000

 

2.4

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის

(6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები)

ქვეპროგრამა

7 950 000

 

2.4.1

6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრებში მომსახურებით

უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.4.2

6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.4.3

მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების დღის ცენტრებში

მომსახურებით უზრუნველყოფის (6-იდან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე ბავშვები) კომპონენტი

 

2.4.4

ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე მოზარდების დღის ცენტრებში მომსახურებით

უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.4.5

სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ფსიქოსოციალური კონსულტირების მომსახურებით

უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.5

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

990 000

 

2.6

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა

16 085 000

 

2.7

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

3 450 000

2.7.1

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.7.2

სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში რთული ქცევის მართვის მომსახურებით

უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.8

მიუსაფარ ბავშვთა ინტეგრირებული მხარდაჭერით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

1 140 000

2.8.1

მობილური ჯგუფით მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.8.2

მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.8.3

მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრით მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.9

განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა

ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

7 850 000

 

2.9.1

შშმ ბავშვთა ბინაზე მოვლის კომპონენტი

 

2.9.2

7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.9.3

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან პირთა

ბინაზე ასისტენტით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

2.10

მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა

870 000

2.11

მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა

610 000

 

2.12

სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 − 21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა

233 000

 

2.13

სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 − 21 წლამდე ახალგაზრდების

საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

15 000

2.14

ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა

1 270 000

 

ჯამი:

   89 163 000.“.

 

20. №2.1 დანართის („ბავშვიანი ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარების ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 350 000 ლარით.“.

21. №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15 950 000 ლარით.“.

22. №2.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 28 400 000 ლარით.“.

23. №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7 950 000 ლარით.“.

24. №2.5 დანართის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 990 000 ლარით.“.

25. №2.6 დანართის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16 085 000 ლარით.“.

26. №2.7 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 3. ქვეპროგრამის ბიუჯეტი

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 450 000 ლარით.“.

27. №2.8 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა ინტეგრირებული მხარდაჭერით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქვეპროგრამის ბიუჯეტი

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 140 000 ლარით.“.

28. №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქვეპროგრამის ბიუჯეტი

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7 850 000 ლარით.“.

29. №2.10  დანართის („მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  870 000 ლარით.“.

30. №2.11 დანართის („მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 610 000 ლარით.“.

31. №2.12 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 − 21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 233 000 ლარით.“.

32. №2.13 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18 − 21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15 000 ლარით.“.

33. №2.14 დანართის („ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 270 000  ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე