„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 65/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 04/11/2026
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016065
65/ნ
04/11/2026
ვებგვერდი, 05/11/2026
310150000.77.090.016065
„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №65/ნ

2026 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №11/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2022, 310150000.77.090.016011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და აღწერილობის“ (დანართი №1) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ზომები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს ISO/IEC 7810:2019 ID-1 და ის უნდა იყოს პლასტიკური. ფერი უნდა იყოს თეთრი, შრიფტი – შავი. მოწმობაზე უნდა იყოს წარმოდგენილი დაცვის დამატებითი ელემენტი, როგორიცაა ჰოლოგრამა ან გამოსახულების ბეჭედი, რომელიც ჩანს მხოლოდ ულტრაიისფერი განათებისას ან გილიოშის ნახატი.“.

2. „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გაცემის წესის“ (დანართი №2):

ა)  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოწმობის ფიზიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ISO/IEC 7810:2019 ID-1 სტანდარტს.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ)  ძველი მოწმობა, რომლის შეცვლაც სურს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორი ბაკურ მიქაძე