„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016744
39
04/11/2026
ვებგვერდი, 05/11/2026
010250050.35.162.016744
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №39

2026 წლის 4 ნოემბერი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის  დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016701) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 მუხლის მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. სოციალური დახმარების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება

ამ დანართის მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი ვალდებულია პირადად ან მისი წარმომადგენლის/კანონიერი წარმომადგენლის/ოჯახის სრულწლოვანი წევრის/შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მეშვეობით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა (თუ შესაბამისი თვის 5 რიცხვი არასამუშაო დღეა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურს მატერიალური ან ელექტრონული სახით წარუდგინოს პამპერსის ან/და სხვა ჰიგიენური საშუალებების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (საკასო ჩეკი). დოკუმენტის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში ბენეფიციარზე არ გაიცემა შესაბამისი სოციალური დახმარება ამ ვალდებულების სრულად შესრულებამდე.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 20 ნოემბრიდან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი