ქალაქ საგარეჯოში სახელწოდების არმქონე ქუჩის არაბული ციფრის გამოყენებით სახელდების შესახებ

ქალაქ საგარეჯოში სახელწოდების არმქონე ქუჩის არაბული ციფრის გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-53. 5326303001
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.165.016013
გ-53. 5326303001
30/10/2026
ვებგვერდი, 05/11/2026
000000000.00.165.016013
ქალაქ საგარეჯოში სახელწოდების არმქონე ქუჩის არაბული ციფრის გამოყენებით სახელდების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-53. 5326303001

 2026 წლის  30 ოქტომბერი

ქ. საგარეჯო

ქალაქ საგარეჯოში სახელწოდების არმქონე ქუჩის არაბული ციფრის გამოყენებით სახელდების შესახებ

,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის 2026 წლის 28 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. განხორციელდეს ქალაქ საგარეჯოში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდება არაბული ციფრის გამოყენებით და უსახელო ქუჩას, რომლის საზღვრებია ჩრდილოეთით კახეთის ქუჩა წერტილში (45.320549, 41.730246) და სამხრეთით კახეთის გზატკეცილი წერტილში (45.319188, 41.726264) მიენიჭოს I გასასვლელი, თანდართული დანართის შესაბამისად.

 2. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ.№15).

საკრებულოს თვმჯდომარე                                                                            ალექსი გილაშვილი