,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/11/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.150.016237
12
02/11/2026
ვებგვერდი, 06/11/2026
010250050.35.150.016237
,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2026 წლის 2 ნოემბერი

სოფ. წეროვანი

„ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 სექტემბრის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/09/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.150.016236) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის „ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმება დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. პირს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება გაუუქმდეს, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.“.

2. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საპატიო მოქალაქისათვის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი კომისიის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე.“.

3. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მოქალაქეს საზეიმო ვითარებაში გადასცემს ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელ სიგელს, ფულად ჯილდოს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გაცემა მოხდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „მუნიციპალიტეტის გამგეობა სხვა ხარჯების“ მუხლის (ორგანიზაციული კოდი 01 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი