„ტექნიკური რეგლამენტების: „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტების: „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 520
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026070
520
03/11/2026
ვებგვერდი, 04/11/2026
300160070.10.003.026070
„ტექნიკური რეგლამენტების: „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„ტექნიკური რეგლამენტების: „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №520

2026 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტების: „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების: „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017703) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების: 

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტექნიკური რეგლამენტების: „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:

„ჯ) ტექნიკური რეგლამენტი − ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 32).“.

3. დანართ 31-ის შემდგომ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი 32.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„დანართი 32

 

ტექნიკური რეგლამენტი – ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − დროებითი რეგულირების წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ცივ-გომბორის ეროვნულ პარკსა და სიღნაღის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობების განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

მუხლი 2. დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო

დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, აღდგენისა და გამოყენების საკითხებს.

მუხლი 3. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის ტერიტორიაზე ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა;

გ) ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს, ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

 ბ) უზრუნველყოს ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს, ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში, ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში, უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსა (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა;

ე) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

მუხლი 4. ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და ფართობი

ცივ-გომბორის ეროვნული პარკისა და სიღნაღის აღკვეთილის საზღვრები და ფართობი განსაზღვრულია „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად.

მუხლი 5. ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ზონირება და დაშვებული საქმიანობები

1. გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა.

2. ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 826 ჰა-ს და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

 

№

X

Y

№

X

Y

№

X

Y

№

X

Y

1

543208.8

4631134.1

45

542134.2

4629364.2

89

524292.3

4631649.8

133

537378.2

4635885.4

2

543271.4

4630978.8

46

542089.2

4629345.4

90

524211.9

4631368.3

134

537456.9

4635913.9

3

543224.9

4630811.4

47

542036

4629368.8

91

524501.9

4631190.5

135

537538.2

4635893.8

4

543241.1

4630705.1

48

541975.5

4629310.4

92

524546.3

4631050.8

136

537578.4

4635833.4

5

543292.1

4630633.1

49

541861.3

4629396.7

93

524417.2

4630881.5

137

537709

4635780.6

6

543272.2

4630462.9

50

541926.4

4629462.1

94

524377

4630699.4

138

538048.9

4635822.3

7

543363.6

4630210.6

51

542075.2

4629524

95

524446.8

4630561.8

139

538126.5

4635665.7

8

543422

4630143.6

52

542124.1

4629682.8

96

524512.4

4630511

140

538368.5

4635591.3

9

543595.8

4630350.2

53

542293

4629886.2

97

524578.1

4630358.6

141

538387

4635364.8

10

543720.9

4630355.6

54

542249.3

4630093.4

98

524510.3

4630134.3

142

538359.3

4635338.9

11

543709.2

4630303.8

55

542449.9

4630171

99

524451.1

4630077.1

143

538288.5

4635350.7

12

543752.1

4630278.7

56

542509.1

4630234.9

100

524377

4629746.9

144

538311.9

4635254.7

13

543766.6

4630189

57

542518.2

4630278.1

101

524286

4629721.5

145

538209.5

4635216.6

14

543924.6

4630145

58

542464.9

4630358.7

102

524137.5

4629544.3

146

538174.1

4635165.8

15

544081

4629997.9

59

542526.1

4630459.9

103

523934.6

4629550.3

147

538143.5

4635186.2

16

543975.6

4629910

60

542520.4

4630577.3

104

523704

4629457.1

148

538100.8

4635136.3

17

543873.1

4629906

61

542577.9

4630603.4

105

523598.2

4629496.4

149

537996.3

4635211.9

18

543670.7

4629784

62

542606.7

4630674.5

106

523653.4

4629598.5

150

537867.5

4635208.1

19

543406.1

4629741.3

63

542581.2

4630718.5

107

523620.5

4629729.5

151

537703.8

4635278.6

20

543210

4629630.2

64

542530

4630726.1

108

523280.4

4630086.2

152

537437.1

4635270.3

21

543261.9

4629561.6

65

542549.7

4630840.7

109

523121.8

4630117

153

537509.8

4635231.3

22

543121.7

4629523.1

66

542599.8

4630800.1

110

522946.7

4630107.8

154

537455.9

4635202.8

23

543575.9

4629382.4

67

542617.4

4630831.5

111

522397.9

4630649.2

155

537171.4

4635261.5

24

543639.5

4629173.4

68

542553.9

4630981.6

112

522198.7

4630798

156

537057.2

4635249.5

25

543736.7

4629117.1

69

542586.3

4631068.3

113

521859

4631170.3

157

537015.1

4635166.2

26

543788.7

4628951.6

70

542630.6

4631065

114

521928.3

4631303.2

158

536858.7

4635046.3

27

543878.8

4628920.2

71

542688.2

4630992.2

115

522013.5

4631306.4

159

536794.8

4634858.3

28

543921.3

4628870.4

72

542755.7

4630996.8

116

522162

4631384.2

160

536695.6

4634725.5

29

543774.3

4628897.7

73

542791.1

4630966.3

117

522594.6

4631744.4

161

536717

4634685.4

30

543695.7

4628977.8

74

542952.8

4631133.1

118

522817.6

4632157.7

162

536691.6

4634647.4

31

543695.8

4628941.9

75

543075

4631126.5

119

522870.1

4632204.2

163

536385.2

4634806.2

32

543644.6

4628942.5

76

543168.3

4631191.1

120

522827.3

4632256.7

164

536313.9

4634897.2

33

543569.3

4629001.7

77

523330

4632521.2

121

522848.5

4632289.8

165

536447.6

4635100.1

34

543497.5

4629007.1

78

523375

4632492.1

122

522996.7

4632365.2

166

536456.1

4635233

35

543336.9

4629169.1

79

523427.3

4632505.2

123

523158.4

4632525

167

536408.4

4635441.7

36

543154.8

4629228

80

523588.7

4632343.6

124

523355.7

4632621.6

168

536550.5

4635568.5

37

543129.9

4629279.5

81

523781.8

4632343.6

125

523370.6

4632594.7

169

536512.2

4635764

38

543023.3

4629328.3

82

523826.8

4632317.1

126

536803.1

4635834.7

170

536445.9

4635913.2

39

542696.5

4629379.2

83

523970.3

4632190.5

127

536870.2

4635843.8

171

536450.3

4636111.7

40

542638.1

4629414.2

84

524015.3

4632066.1

128

536933.7

4635799.4

172

536562.3

4636291.9

41

542565.8

4629374.2

85

524118.2

4632068

129

536975.7

4635848.4

173

536584.4

4636169.6

42

542422.9

4629358.1

86

524207.6

4631964.3

130

537095.2

4635893.5

 

 

 

43

542309.5

4629278.8

87

524239

4631883

131

537256.4

4635888.7

 

 

 

44

542197.4

4629298.4

88

524203.4

4631823.4

132

537321

4635917.7

 

 

 

 

3. ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 20 935 ჰა-ს და მოიცავს ეროვნული პარკის იმ ნაწილს რომელიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. ცივ-გომბორის ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევების ჩატარებისა (სამეცნიერო და საგანმანათლებლო, იდენტიფიკაციისა და გამრავლების მიზნით, მცირე რაოდენობის საჰერბარიუმო და საკოლექციო მასალის, მცენარეთა ნაწილების, თესლებისა და ბოლქვების, უხერხემლო და მცირე ზომის ხერხემლიანი ცხოველების ამოღება);

ბ) მონიტორინგის სამუშაოების ჩატარებისა (სანიმუშო ფართობების მოწყობა და მუდმივი დაკვირვების წარმოება, ცხოველებისა და მცენარეების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება და დაკვირვება, აღრიცხვა/ ინვენტარიზაცია და სხვა);

გ) ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისა და ამ მიზნისთვის შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობისა (ეკოსაგანმანათლებლო ბილიკის მოწყობა შეიძლება, მოიცავდეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით მცირე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, ასევე შემეცნებით, ბიომრავალფეროვნების საინტერპრეტაციო, საინფორმაციო, გამაფრთხილებელ და სხვა საშუალებებს);

დ) დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადმინისტრაციის თანამშრომლების საპატრულო ბილიკებზე ფეხით, ცხენით და/ან ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, არსებული საპატრულო ბილიკების და გზების შეკეთება).

5. ცივ-გომბორის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით, შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა, მათ შორის:

ზ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ზ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ  4  მ-ისა,  სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ზ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ზ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ზ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ზ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15     მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ზ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); 

ზ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

ზ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

შენიშვნა: „ზ.ა“ – „ზ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და, ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით, ვოლიერების მოწყობისა;

ი) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტერიტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;

ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;

მ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;

ნ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;

ო) გზების მოვლის, ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;

პ) ბილიკებზე ცხენით, ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილებისა;

ჟ) ცივ-გომბორის ეროვნული პარკის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 7 მ3 საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვებისა, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.

მუხლი 6. სიღნაღის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობები

1. გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სიღნაღის აღკვეთილში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;

დ) აღდგენითი ღონისძიებებისა;

ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით, ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა;

ვ) დაცვის ღონისძიებებისა, მათ შორის, ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა, როგორებიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და, ხანძრებისგან დაცვის მიზნით, ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა და მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა;

ზ) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;

თ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა;

ი) ტყის ეკოსისტემების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა;

კ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;

ლ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;

მ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო-სახანძრო გზებსა და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო, მოტოტრანსპორტით გადაადგილებისა;

ნ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;

ო) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;

პ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;

ჟ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;

რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის:

რ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

რ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ  4  მ-ისა,  სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3  მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

რ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

რ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

რ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

რ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15     მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

რ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

რ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

რ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით);

შენიშვნა: „რ.ა“ – „რ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს;

ს) გზებისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;

ტ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5 მ​3-ამდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), თიბვისა, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 2​6 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;

უ) საფუტკრეების მოწყობისა;

ფ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა;

ქ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და, ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით, ვოლიერების მოწყობისა.

2. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, დაშვებულია მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.“.