„საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 მარტის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 514
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.026064
514
02/11/2026
ვებგვერდი, 03/11/2026
010220030.10.003.026064
„საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 მარტის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №514

2026 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 მარტის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 მარტის №126 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2026, 010220030.10.003.025675) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირების ხელშეწყობის, ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

თ) საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

კ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ლ) საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ო) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე