დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 510 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.026060 |
|
„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 470000000.10.003.025549) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №12 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 01):
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბავშვთა და მოზარდთა ნეიროგანვითარებითი და ფსიქიკური ჯანმრთელობის მულტიდისციპლინური დიაგნოსტიკური სერვისის უზრუნველყოფა: ა) ამბულატორიულ პირობებში იმ 18 წლამდე ასაკის პაციენტების მენტალური სტატუსის კომპლექსური შეფასება, მდგომარეობის შესწავლა და დიაგნოსტიკა, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია დანართ №12.2-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად. კლინიკური სიმპტომატიკისა და მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, კომპონენტი მოიცავს, საჭიროებისამებრ: ა.ა) ნეიროგანვითარებითი და ფსიქიატრიული გუნდის მომსახურებას, კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს და სხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად, მათ შორის: ა.ა.ა) ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაციას; ა.ა.ბ) ფსიქოლოგის კონსულტაციას; ა.ა.გ) პედიატრის კონსულტაციას; ა.ა.დ) ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაციას; ა.ა.ე) გენეტიკოსის კონსულტაციას; ა.ა.ვ) გასტროენტეროლოგის კონსულტაციას; ა.ა.ზ) ენდოკრინოლოგის კონსულტაციას; ა.ა.თ) სისხლის საერთო ანალიზს (CBC); ა.ა.ი) TSH, FT4; ა.ა.კ) ALT, AST; ა.ა.ლ) პროლაქტინის განსაზღვრას სისხლში; ა.ა.მ) ფენილალანინის განსაზღვრას სისხლში; ა.ა.ნ) ელექტროკარდიოგრაფიას (ECG); ა.ა.ო) ელექტროენცეფალოგრაფიას (EEG); ბ) მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს: ბ.ა) ბავშვთა ფსიქიატრი; ბ.ბ) ფსიქოლოგი; ბ.გ) პედიატრი; ბ.დ) ბავშვთა ნევროლოგი; ბ.ე) ADOS-2 სერტიფიცირებული სპეციალისტი; ბ.ვ) მეტყველების თერაპევტი; ბ.ზ) ქცევის თერაპევტი; ბ.თ) ექიმი გენეტიკოსი; ბ.ი) კოორდინატორი/ექთანი; გ) კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმღებია 18 წლამდე ასაკის პაციენტი ამ პუნქტით განსაზღვრული კლინიკური ნიშნებით, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის ან ბავშვთა ფსიქიატრის და ასევე სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი სერვისის ფარგლებში სპეციალისტის მიმართვით და სხვა ფორმით; დ) მომსახურება უნდა განხორციელდეს ერთიან ლოკაციაზე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრული დიაგნოსტიკური ეპიზოდის უწყვეტობა.“. 2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით ყოველთვიურად, შემთხვევების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ კვარტალში არაუმეტეს განსაზღვრული წლიური ბიუჯეტის 1/4-ისა. ერთეული შემთხვევის ღირებულება განისაზღვრება 322 ლარით.“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 51,973.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. დანართები: №12.2, №12.5, №12.8 და №12.9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №12.2 ბავშვთა და მოზარდთა ნეიროგანვითარებითი და ფსიქიკური ჯანმრთელობის მულტიდისციპლინური დიაგნოსტიკური სერვისის უზრუნველყოფის კომპონენტით განსაზღვრული ნოზოლოგიები
„დანართი №12.5 სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისისთვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით
„ დანართი №12.8 თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლების მიხედვით
დანართი №12.9 მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები