„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016369
16
30/10/2026
ვებგვერდი, 04/11/2026
010260020.35.135.016369
„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 30 ოქტომბერი 

დაბა შუახევი

 

„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №14   დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გამოქვეყნებული ვებგვერდზე matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016289) შევიდეს ცვლილება და დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კოორდინაციას უწევს სამსახურის საჯარო მოხელეების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე რეაგირების, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/საჯარიმო ქვითრის შედგენის პროცესს და თავადაც ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს/საჯარიმო ქვითარს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432, 51​3, 53​3, 55-ე, 552, 553, 556 და 771 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე, 145-ე, 1461, 148-ე და 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე და 1522, 1524 – 1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1562, 1564, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591  მუხლებით, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით; აგრეთვე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 130-ე მუხლით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1033 მუხლისა და 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, რომლებიც ძალაში შედის 2027 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარეიაგო დავითაძე