დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.144.016492 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილების მე-2 მუხლისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საგანგებო
მართვის
გეგმა
|
თავი I.
მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
1.1. შესავალი წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა იდენტიფიცირებული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები და მათი რესურსები, საინფორმაციო პროცესები და ოპერატიული მოქმედებების ჩამონათვალი ყველა ჩართული მხარისათვის. ამასთან, სავარაუდო მოვლენებზე საგანგებო სიტუაციებზე განსაზღვრული სცენარების მიხედვით განისაზღვრება შესაძლო საგანგებო სიტუაციები და სახიფათო მოვლენები, რაც საშუალებას აძლევს ჩართულ მხარეებს, განსაზღვრონ სამომავლო ქმედებები. 1.2. გეგმის მიზანი გეგმის მიზანია: - საგანგებო სიტუაციებისაგან ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; - ადგილობრივ დონეზე, საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება; - საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა; - ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა; - ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა. 1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები ქარელის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართ №1-ში წარმოდგენილ ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტის მერია, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია, დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 1.4.გამოყენებული საერთაშორისო ტერმინოლოგია წინამდებარე გეგმაში მითითებულ ტერმინებს ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ განმარტებებთან ერთად აქვთ შემდეგი მნიშვნელობა (U№ISDR-ის ტერმინოლოგიის მიხედვით): საფრთხე არის სახიფათო მოვლენა, ნივთიერება, ადამიანის ქმედება, ან ვითარება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი, სხეულის დაზიანება, დაავადება ან ჯანმრთელობის გაუარესება, ქონებრივი ზარალი, საარსებო წყაროს დაკარგვა და მომსახურების სფეროს მოშლა, სოციალურ-ეკონომიკური სისტემების რღვევა და გარემოს დაზიანება. რისკი არის მოვლენის ალბათობისა და მისი უარყოფითი შედეგების კომბინაცია. მოწყვლადობა არის თემის, სისტემის ან ქონების ისეთი მახასიათებლები და გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ მათ დაუცველობას საფრთხის საზიანო ზემოქმედებისგან. მოწყვლადობის მრავალი ასპექტი არსებობს, რომლებიც განპირობებულია მატერიალური, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორებით. 1.5. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები ქარელის მუნიციპალიტეტი მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონში, მდინარეების: მტკვრის, ფრონის, ძამის შესართავთან, აღმოსავლეთით ესაზღვრებიან გორის, დასავლეთით - ხაშურის, სამხრეთით ბორჯომის, ჩრდილოეთით კი - ჯავის მუნიციპალიტეტები (რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორია - ცხინვალის რეგიონი). ქარელის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 688 კმ2 -ს; იგი მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულ ზონაში. რაიონულ ცენტრს კვეთს მდინარე მტკვარი, მუნიციპალიტეტში აღრიცხულია 5 მდინარე, 6 ტბა. კლიმატი არის საშუალო. საშუალო წლიური ტემპერატურა 20 გრადუსი (მაქსიმალური 32, ხოლო მინიმალური 7 გრადუსია). მანძილი დედაქალაქამდე 105კმ. უახლოესი პორტია - ფოთის პორტი (215 კმ); უახლოესი საკვანძო რკინიგზის სადგური -ხაშურის (35კმ); უახლოესი აეროპორტი თბილისის (115კმ). მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 38 468 ადამიანს. ქალაქ ქარელში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 10 134 ადამიანს. ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქარელი. მუნიციპალიტეტში 18 ადმინისტრაციული ერთეულია: ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია: 1. ქარელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქარელი); 2. დირბის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი დირბი); 3. აბისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აბისი, აბისის თავი, ბერძენაული); 4. ავლევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ავლევი, ცერონისი,კნოლევი); 5. ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ოქროსოფელი, სუქითი, ჯაგარაანთ კარი, კუდა ტყე); 6. ბრეთის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი, დოღლაური, წვერი); 7. ბებნისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბებნისი, ლეთეთი,აფნისი); 8. დვანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დვანი, ტახტიძირი); 9. ბრეძის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბრეძა, აბანო, საციხური, ჭვრინისი, კოდა, ატოცი, გულიკაანთ უბანი); 10. ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ხვედურეთი, ქვემო ხვედურეთი, ღვლევი, ქვენაფლავი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა); 11. ზღუდრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზღუდერი, ყინწვისი, სუქანაანთ უბანი, იმერხევი, ორთუბანი, ბანი, ბატიური, მუხილეთი, წითელი სოფელი, ძაძვის მონასტერი, ელბაქიაანთ კარი, არცევი, კოდმანი, აბუხალო, ქვათეთრი, ლოშკინეთი, ტყემლოვანა, წიფლოვანა, გვერძინეთი, ორბოძალა, ველისციხე, სათერძე); 12. კეხიჯვრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კეხიჯვარი, სამწევრისი, თათანაანთუბანი, სანებელი, ვედრება, ქობესაანთ უბანი, კლდუ, კრობანი); 13. მოხისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მოხისი, კოდა ვარდისუბანი, ზემოშაქშაქეთი); 14. რუისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი რუისი); 15. ურბნისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ურბნისი); 16. ფცის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფცა, თამარაშენი, ქვემო შაქშაქეთი, ღოღეთი); 17. აგარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა აგარა, სოფელი ქვენატკოცა). 18. გიგანტის ადმინისტრაციული ერთეული – (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: სასირეთი, ძლევიჯვარი, ბრეთის მეურნეობა). მუნიციპალური მონაცემების დეტალური აღწერა მოცემულია დანართ 2-ში, ხოლო, მუნიციპალიტეტის რუკა, მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების აღნიშვნით - გეგმის დანართ 3-ში. 1.6 მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა ქალაქ ქარელის ადგილობრივი თვითმმართველობის დმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. ქარელში ნინოშვილის ქუჩის №3-ში (საკ.კოდი 68.10.45.657). შენობა არის 3 სართულიანი კაპიტალური ნაგებობა, გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა არის ბეტონის კონსტრუქციებით განხორციელებული, მე-2 ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია წყალი, გაზი და დენი. მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: ეზო იკავებს 100 კვ.მ.-ს იგი შემოფარგული არ არის. შენობის ირგვლივ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა შენობა-ნაგებობებია განთავსებული. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური, სასიცოცხლო და სტრატეგიული ობიექტების რაოდენობები და სხვა დეტალური ინფორმაცია მითითებულია გეგმის დანართ 2-ში. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო (გაზი ელექტროენერგია და წყალი) საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ 17-ში. 1.7 საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი და მისი წევრების ფუნქცია-მოვალეობები საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე. შტაბი იკრიბება დაუყონებლივ საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას. 1.7.1 საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები: - შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო სამაშველო სამმართველოს უფროსი; - ქარელის მუნიციპალიტეტის მერი; - ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე; - ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი. 1.7.2 შტაბის შეკრების მიზანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, ბ) დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები, გ) კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას; შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ, ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ, ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთად ახდენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი ან მისგან უფლებამოსილი პირი. დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით და არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე. 1.7.3 შტაბის ძირითადი ამოცანებია: ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი; ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება; გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება; დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება; ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მუნიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით; ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება; ზ) საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების განხილვა და მობილიზება; თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება; ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით, განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში; კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება. 1.7.4 შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები:
1.8 მუნიციპალიტეტში არსებული ადრეული გაფრთხილების სისტემის აღწერილობა ადრეული გაფრთხილების სისტემა ითვალისწინებს მოსახლეობისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნას ქარელის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა: შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართ 5-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება: 1. სოციალური ქსელებით, ადგილობრივი ტელემაუწყებლობისა და პრესის საშუალებებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საინფორმაციო დაფების საშუალებით. შეტყობინების დუბლირება ხდება საპატრულო პოლიციის მიერ ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობით. 1.9 საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა-აღჭურვილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა წარმოდგენილია დანართ 7-ში. 1.10 ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკა დანართი 10); 1.11 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით); გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით. თავი II რისკების შეფასება 2.1 რისკის შეფასების მეთოდოლოგია რისკის შეფასებით იწყება ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის მართვის დაგეგმარების პროცესი. ზოგადად, არსებობს რისკის შეფასების ორი ძირითადი მიმართულება: პირველი, ეს არის ფართო მასშტაბიანი მეცნიერული კვლევის ჩატარება. ხოლო მეორე მიმართულებას წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე (მუნიციპალიტეტის) არსებული რესურსების ფარგლებში და მინიმალური ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით, მოსახლეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი სტრუქტურების და სხვა დაინტერესებული მხარეების ერთიანი ძალისხმევით შეფასების ჩატარება (სტატიკურ-ალბათური მეთოდი). ასეთი მეთოდი პირველადი ინფორმაციის მოძიების და საგანგაშო ნიშნების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას სტიქიური მოვლენების ქრონოლოგიის, შედეგების დეტალებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთება საგანგაშო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საჭიროა შესაბამის სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება. 2.2 რისკის შეფასება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე განისაზღვრა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის შემდეგი საფრთხეები: წყალდიდობა, მიწისძვრა, ყინვა, ძლიერი ქარი/სეტყვა, წყალმოვარდნა და ტყის ხანძარი. რისკის შეფასების მეთოდოლოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიული ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. დამსწრე პირების მიერ 5-5 ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების განმეორების/მოხდენის ალბათობა და ზეგავლენა. ასეთი მეთოდი პირველადი ინფორმაციის მოძიების და საგანგაშო ნიშნების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას სტიქიური მოვლენების ქრონოლოგიის, შედეგების დეტალებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთება საგანგაშო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საჭიროა შესაბამის სპეციალისტების ჩართვა და მათ მიერ შეფასების ჩატარება. 2.3 რისკის შეფასების შედეგები და აღწერა გამოვლენილი და იდენტიფიცირებულია შემდეგი სახის რისკები/საფრთხეები (დანართი 18): რისკის შეფასების აღწერა ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:
ბ) ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:
2.4 რისკების აღწერილობა/სცენარი ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართებში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები. დანართი 12 – რისკი №1 – სცენარი – წყალდიდობა ქარელის მუნიციპალიტეტში; დანართი 13 – რისკი №2 – სცენარი – მიწისძვრა ქარელის მუნიციპალიტეტში; დანართი 14 – რისკი №3 – სცენარი – ტყის და ველის ხანძარი ქარელის მუნიციპალიტეტში. ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია შესაძლო საფრთხეებით გამოწვეული რისკების განვითარების სცენარები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისთვის და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები. დანართი 15 – ხანძარი ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში; დანართი 16 – მიწისძვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში. დანართები:
|
დანართი 1
|
სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი
|
1. საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“.
2. საქართველოს კანონი ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“. 3. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. 4. საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ“. 5. საქართველოს კანონი ,,რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“. 6. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილება ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“. 7. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №453 დადგენილება „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“. 8. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილება „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“. 9. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №309 დადგენილება „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“. 10. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №4 დადგენილება „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“; 11. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №195 დადგენილება „ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმის დამტკიცების თაობაზე“; 12. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის №119 დადგენილება „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; 13. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №51 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – ,,სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების“ დამტკიცების თაობაზე“; 14. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“; 15. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №154 დადგენილება „უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; 16. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; 17. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“; 18. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 სექტემბრის №590 დადგენილება „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“; 19. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №48 დადგენილება „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“. 20. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის №371 დადგენილება - „საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. |
დანართი 2
|
მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 3
|
მუნიციპალიტეტის რუკა, მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების აღნიშვნით
|
რუკა
|
რუკა
|
დანართი 4
|
საგანგებო შტაბის წევრების ფუნქცია-მოვალეობები
|
1. შტაბის უფროსი
(საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მაისურაძე - ტელ.: 591 80 14 64.) საგანგებო შტაბის უფროსი პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციისა მართვის და სამოქალაქო უსაფრთხოების ორგანიზებაზე. რეაგირების ძალების მუდმივ მზადყოფნაზე და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე მშვიდობიან და ომის შემთხვევაში. საერთო მოვალეობები:
საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას: საერთო მოვალეობებთან ერთად უზრუნველყოფს რეაგირების ღონისძიებათა კოორდინირებას და მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებებს. რეაგირების ღონისძიებათა კოორდინირების სფეროში ძირითადი ფუნქცია/ამოცანებია:
რეაგირების ღონისძიებების კოორდინირების ფარგლებში პასუხისმგებელია:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და აკონტროლებს საგანგებო სიტუაციის ზონაში ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგვლავს და იცავს პერიმეტრს, აწარმოებს ბრძოლას მარადიორობის წინააღმდეგ. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური - დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სამედიცინო პუნქტებში გადაყვანის ორგანიზება. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური – საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობის ორგანიზება. ეკონომიკური განვითარების სამსახური შპს – მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურთან ერთად - საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმული ძალების შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცხოველების ევაკუაციისთვის ტრანსპორტის მობილიზებას; ადმინისტრაციული სამსახური – საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების, რეაგირების ძალების ფორმირებების, ჯგუფებისა და სხვა მონაწილე უწყებების კავშირით უზრუნველყოფის ორგანიზება. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს: ფინანსური უზრუნველყოფის ორგანიზებას. მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების სფეროში ძირითადი ფუნქცია-ამოცანებია:
მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფის სფეროში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინაციით და დახმარებით: - ორგანიზებას უწევენ მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა-დაზუსტებას მოწყვლადი ჯგუფების შესაბამისად მათი ოპერატიულად ევაკუაციის მიზნით; - მუდმივი კავშირშია საევაკუაციო შემკრებ და გამანაწილებელ პუნქტებთან (არსებობის შემთხვევაში შუალედურ საევაკუაციო პუნქტებთან); - აზუსტებს ევაკუირებულთა განთავსების მიზნით უსაფრთხო ზონას, მოძრაობის მარშრუტს, ჩასხდომისა და გადმოსხდომის ადგილებს; - ორგანიზებას უკეთებს აღრიცხვიანობას ავტოტრანსპორტზე, რომელიც გამოყენებულია ევაკურებულთა გადასაყვანად; - ორგანიზებას უწევენ ევაკუირებულთა მომარაგებას პირველადი მოხმარების ნივთებით; - განთავსების ადგილებში ჩასვლის შემდეგ ორგანიზებას უწევენ ევაკუირებულთა დროულ დაბინავებას და მათ ყოველმხრივ უზრუნველყოფას. - ევაკუაციის გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით აღჭურვილი ავტომანქანის გამოყენებით მოსახლეობის ინფორმირებას, ევაკუაციის მარშრუტებზე და განთავსების ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური – უზრუნველყოფს ევაკუირებული ადამიანების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის დაცვის კოორდინაციას, ასევე სამედიცინო პუნქტების გახსნას და სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფას; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ქარელის იუსტიციის სახლი – მოქალაქეებზე, რომელთაც საგანგებო სიტუაციების შედეგად დაკარგეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამის საბუთებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური – შეიმუშავებს და ახორციელებს სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა საევაკუაციო ღონისძიებებს და უზრუნველყოფს დროებითი მოძრავი ბაღებისა და სკოლების ფუნქციონირებას; ადმინისტრაციული სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას; ეკონომიკური განვითარების სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საევაკუაციო გზების გაწმენდის ორგანიზებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს; ეკონომიკური განვითარების სამსახური შპს „გიორგი“-სთან ერთად – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით საჭირო საავტომობილო ტრანსპორტის მობილიზებას; ეკონომიკური განვითარების სამსახური ა(ა)იპ „ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“-თან ერთად – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები – უზრუნველყოფს ევაკუირებულთა კვების და მობილური კვების პუნქტების ორგანიზების ფინანსური უზრუნველყოფა; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – უზრუნველყოფს მოხალისე ფორმირებების კოორდინაციას. 2. შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში (ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ტელ: 596 777577) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში ძირითადი ამოცანებია:
შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგების დარგში ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან კოორდინაციით და დახმარებით შემდეგი ქმედებების განხორციელებას:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინირებას უწევს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვების მარაგების განაწილებას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – ახორციელებს მატერიალური რესურსების ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელი გადაადგილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას; ეკონომიკური განვითარების სამსახური – მატერიალური რესურსების გადაადგილება და ტრანსპორტით უზრუნველყოფის კოორდინირება; ა(ა)იპ „ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - ჰუმანიტარული უზრუნველყოფა. 3. შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში (შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსი ზაზა დავითაშვილი ტელ. 595 90 71 41) საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერილური ფასეულობების დაცვის სფეროში ძირითადი ამოცანებია:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვაზე, რაც გულისხმობს აღნიშნული ღონისძიებების მართვას შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქარელის დაცვის პოლიციის განყოფილებასთან ერთად. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – დახმარებას უწევენ რათა მოხდეს იმ ობიექტების, მარშრუტების, ავტოკოლონებისა და ტერიტორიების იდენტიფიცირება, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს პრიორიტეტული და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. 4. შტაბის წევრი კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფის დარგში (ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ალექსი ღამბარაშვილი, ტელ: 598 283696) კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ადმინისტრაციული სამსახური ძირითად ამოცანებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ კავშირგაბმულობის ოპერატორებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციისას ელექტრონულ კომუნიკაციას, საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობისა და შეტყობინებების ხარისხის დონის შეფასებასა და აღდგენისთვის მზადყოფნას, მონიტორინგის წარმოებას და ინფორმაციის მიწოდებას საგანგებო შტაბისათვის. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის დაგეგმვის და მართვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ,,ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით მოწყობილი ავტომანქანებით მოსახლეობის ინფორმირებას. შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქარელის დაცვის პოლიციის განყოფილება - უზრუნველყოფს, წინასწარ განსაზღვრული გეგმით, საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და ტელერადიომაუწყებლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას. 5. შტაბის წევრი სატრანსპორტო უზრუნველყოფის სფეროში (ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი, ალექსი ჯოჯიშვილი, ტელ: 593 165751) სატრანსპორტო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ეკონომიკური განვითარების სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინირებას უწევს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებას და ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხო გადაადგილებას; ა(ა)იპ „ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად რესურსის მოძიებასა და შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სქემების ფორმირების შემუშავებაში მონაწილეობას. 6. შტაბის წევრი სამედიცინო უზრუნველყოფის სფეროში (ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გიორგი ტიტვინიძე, ტელ: 598 202838) სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური - ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირების, ფოტოგრაფირების და აღრიცხვის ორგანიზებაში დახმარებას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საავადმყოფოებში ტრანსპორტირების მარშრუტებსა და სასწრაფო დახმარების მანქანების დაუბრკოლებლად გადაადგილებას, კარანტინის ტერიტორიის იზოლირებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქარელის დაცვის პოლიციის განყოფილება – უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების დაცვას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ქარელის იუსტიციის სახლი – აწარმოებენ საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სურსათით, ცხოველის საკვები ნედლეულის და ფურაჟის კონტროლსა და ექსპერტიზას. აწყობს დაზიანების კერებში ფიტო და ვეტერინარულ კარანტინებს, წყვეტს საავადმყოფოების სურსათით უზრუნველყოფის საკითხებს და დახმარების აღმოჩენის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებს; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - მონაწილეობს ჰუმანიტარული უზრუნველყოფის ორგანიზებაში. 7. შტაბის წევრი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის დარგში (მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძე, ტელ: 599 402328) ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა საგანგებო სიტუაციებში ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება. ასევე პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს მოსახლეობისა ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავებას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირების რეგულირებასა და უსაფრთხოებას; ეკონომიკური განვითარების სამსახური ა(ა)იპ „ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“-თან ერთად – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ტექნიკის მოძიებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კვების პროდუქტების, სასმელი წყლისა და პირველადი მოთხოვნილების ნივთების შესყიდვის ორგანიზება; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – მონაწილეობს ჰუმანიტარული უზრუნველყოფის ორგანიზებაში. ა(ა)იპ ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს მოსახლეობისა ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავებას. 8. შტაბის წევრი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სფეროში (მერის მოადგილე ნათია მაწონაძე, ტელ: 599 626030) ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის ღონისძიებების და მოსახლეობის დაცვის მიზნით უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზება. ეკონომიკური განვითარების სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა მართვის სფეროში კოორდინაციას უწევენ ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებას. ახორციელებს საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დქარელის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების სისტემის ობიექტების დაცვას; ადმინისტრაციული სამსახური – უზრუნველყოფს კავშირს საავარიო-აღდგენითი ძალების ქვედანაყოფებს შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებთან და ადგილობრივ შტაბთან. ეკონომიკური განვითარების სამსახური – უზრუნველყოფს
9. შტაბის წევრი მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის სფეროში (ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვლადიმერ გოდელაძე, ტელ: 551 005087) მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით და მუნიციპალური ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისას მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების მუდმივად ორგანიზება. ზედამხედველობის სამსახური – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან უშუალო ჩართულობით, ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებას და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ტრანსპორტირების მარშრუტებზე უზრუნველყოფს ტრანსპორტის დაუბრკოლებლად გადაადგილებას; ეკონომიკური განვითარების სამსახური ა(ა)იპ „ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“-თან ერთად - კოორდინირებას უწევს ტრანსპორტით უზრუნველყოფას. 10. შტაბის წევრი ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის სფეროში (ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი, ალექსი ჯოჯიშვილი, ტელ: 593 165751) ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ეკონომიკური განვითარების სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – დახმარებას უწევს, რისკების ანალიზში, შეფასებასა და დახმარების აღმოჩენა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის ორგანიზებას; ა(ა)იპ „ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ტრანსპორტის საწვავისთვის საჭირო ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. შტაბის წევრი სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის სფეროში (ადმინისტრაცული სამსახურის უფროსი ალექსი ღამბარაშვილი, ტელ: 598 283696) სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ადმინისტრაციული სამსახური – საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – მხარდაჭერას უწევს წყლის მობილური რეზერვუარების უზრუნველყოფაში, სურსათისა და წყლის განაწილების ორგანიზებაში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს სურსათის ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელ გადაადგილებას; ეკონომიკური განვითარების სამსახური – ორგანიზებას უწევს ტრანსპორტით უზრუნველყოფას; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისი – უზრუნველყოფს სურსათისა და წყლის ხარისხის კონტროლს. 12. შტაბის წევრი კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფის სფეროში (განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე, ტელ: 551 166221) საგანგებო სიტუაციების ზონაში ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინაციას უწევს საევაკუაციო პროცესში ჩაბმულ ძალებს და საშუალებებს; ეკონომიკური განვითარების სამსახური ა(ა)იპ ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანება – კოორდინირებას უწევს საევაკუაციო პროცესში ჩაბმულ ძალებისა და საშუალებების ტრანსპორტით უზრუნველყოფას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო – ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა; შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქარელის დაცვის პოლიციის განყოფილება – მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საევაკუაციოდ მომზადებაში მონაწილეობა და ტრანსპორტირების დაცვის უზრუნველყოფა; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - მოხალისეთა ფორმირებების მობილიზება მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით. 13. შტაბის წევრი საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის სფეროში (ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი, ალექსი ჯოჯიშვილი, ტელ: 593 165751) საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ეკონომიკური განვითარების სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება - კოორდინაციას უწევს აღდგენით სამუშაოებში ჩაბმულ ძალებსა და საშუალებებს; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო თანხების მოძიებას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო - საგანგებო სიტუაციების ზონებში ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და კრძალავს ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგლავს და იცავს პერიმეტრს; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური - უზრუნველყოფს და მონაწილეობს
ა(ა)იპ „ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“ - უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის უფროსი ინსპექტორი - უზრუნველყოფს და მონაწილეობს:
|
.
|
.
|
სქემა
|
.
|
.
|
სქემა
|
დანართი 7
|
სახანძრო-სამაშველო ტექნიკა-აღჭურვილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 8
|
მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე ტექნიკის, სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალი და რაოდენ
ობა.
|
ქარელის სერვის ცენტრი ნოდარი როინიშვილი 577 380891
ლუარსაბ ნამორაძე 595029715
ა(ა)იპ ,,ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“ ზვიად იმერლიშვილი 577315122
ნოდარ თურმანიძე 599196936
|
დანართი 9
|
საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოების ამოცანები
|
ამოცანები სრულდება შტაბის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაციით და მათი მოვალეობების შესრულებაში დახმარების მიზნით
შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილება შტაბის უფროსთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში შტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად კოორდინირებას უწევს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვების მარაგების განაწილებას საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში შტაბის უფროსის მოადგილეს დახმარებას უწევს რათა მოხდეს იმ ობიექტების, მარშრუტების, ავტოკოლონებისა და ტერიტორიების დაცვა, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს პრიორიტეტული და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის დაგეგმვის და მართვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში. სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად კოორდინირებას უწევს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემას. სამედიცინო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით კოორდინაციას უწევს სამედიცინო დაწესებულებებს; მონაწილეობას ღებულობს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირების, ფოტოგრაფირების და აღრიცხვის ორგანიზებაში; ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოთხოვნათა მომზადებას, საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის მიზნით განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების რეზერვების განთავსების ადგილებს. იღებს და ანაწილებს ჰუმანიტარულ დახმარებას, კოორდინირებას უწევს საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების მიღებას და საგანგებო სიტუაციების ზონაში განაწილებას; ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციი ღონისძიებათა მართვის სფეროში კოორდინაციას უწევს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებას. ახორციელებს საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერას. მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებას და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში; ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა; სურსათითა და წყლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს მხარდაჭერას უწევს წყლის მობილური რეზერვუარების უზრუნველყოფაში, სურსათისა და წყლის განაწილების ორგანიზებაში. საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო” უზრუნველყოფს, საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და ტელერადიომაუწყებლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, სამედიცინო, ენერგომომარაგების და სხვა სასიცოცხლოდ/სტრატეგიულად/ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დაცვის სამსახური სამედიცინო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად ახორციელებს სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებას ადგილობრივ დონეზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
შტაბის უფროსთან, შპს ,,გორმედი“ ქარელის საავადმყოფოსთან, შპს „ალიანსმედთან’ და სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქარელის ფილიალთან კოორდინაციით უზრუნველყოფს დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და სამედიცინო პუნქტებში გადაყვანას და უზრუნველყოფს ევაკუირებული ადამიანების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის დაცვის კოორდინაციას. ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად კოორდინაციით უზრუნველყოფს მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავებას. სურსათითა და წყლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს ეხმარება და მასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგების დარგში შტაბის უფროსის მოადგილეს დახმარებას უწევს და მასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:
სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს და მასთან კოორდინაციით მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებლად რესურსის მოძიებასა და შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სქემების ფორმირების შემუშავებაში. ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების შემოტანისა და გამარტივებული წესით განბაჟებისათვის საჭირო ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სურსათითა და წყლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს ეხმარება და მასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს
საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს ეხმარება და მასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საჭირო თანხების მოძიებას. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს და მასთან კოორდინაციით ახორციელებს: საგანგებო სიტუაციის რისკის დროულად გამოვლენას, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებას და განხორციელებას. მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, საგამოცდო და საპროექტო სამუშაოების ორგანიზებას;
სს „საქართველოს კლინიკების“ ქარელის კლინიკა ორგანიზებას უკეთებს და მონაწილეობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური დაცვისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებში; უზრუნველყოფს დაზარალებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევას,უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონაში სამედიცინო პუნქტების გახსნას და სათანადო პერსონალით და აღჭურვილობით მომარაგებას. შპს „გიორგი“ შტაბის უფროსთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს: უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ღონისძიებებში (4-ვე ფაზა) ჩაბმული ძალების, და ოპერაციების შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსების, მოსახლეობის, ცოცხალი ძალის, სურსათისა და წყლის, მატერიალური ფასეულობების გატანის, ცხოველთა გაყვანის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას. ამასთან, აღნიშნული ფუქნციები წარმოადგენს ძირითად ფუნქციებს, რომელთა დაკორექტირება და ტრანსპორტირების სფეროში სხვადასხვა ამოცანების შესრულება დასაშვებია საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც განსაზღვრავს შტაბის უფროსი, ან/და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი/შტაბის წევრი სს „ ენერგოპრო ჯორჯიას“ ხაშური – ქარელის მომსახურეობის -ცენტრი ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს:
შპს“ სოკარ ჯორჯია გაზი“ ქართლის რეგიონალური ოფისის ქარელის სერვის ცენტრი ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს: მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ენერგომატარებლებზე ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფას;
შპს "მაგთიკომი", ს.ს „სილქნეტი“ შტაბის უფროსთან და კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს
ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრი შტაბის უფროსთან კოორდინაციით და დახმარებით შეიმუშავებს და განახორციელებს მოსწავლეთა საევაკუაციო ღონისძიებებს და დროებითი მოძრავი სკოლების ფუნქციონირებას. საქართველოს ფოსტის ქარელის ფილიალი – შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით და დახმარებით საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს შეუფერხებელ საფოსტო კავშირს. ქარელის ააიპ ,,ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“ სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით და დახმარებით განსაზღვრავს და შესაბამისად, აწვდის ინფორმაციას შტაბს ქარელის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების დროს რეკომენდებული საავტომობილო გზებისა და მიმართულების მითითებით შესაძლებელი სქემების შესახებ. ქარელის რკინიგზის სადგური სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით და დახმარებით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზის გამოყენებას მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შტაბის უფროსთან კოორდინაციით და დახმარებით მოქალაქეებზე, რომელთაც საგანგებო სიტუაციების შედეგად დაკარგეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაცია (საკუთრების და ა.შ), გასცემს შესაბამის საბუთებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამედიცინო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით და დახმარებით აწარმოებს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურები შტაბთან კოორდინაციით და დახმარებით:
|
დანართი 10
|
საევაკუაციო რუკები
|
1.
მიწისძვრა
|
2.
ტყისა და ველის ხანძარი
|
3.
წყალდიდობა
|
დანართი 11
|
ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ევაკუაციის სქემები
|
1.
საევაკუაციო გეგმა პირველი სართული
|
2.
საევაკუაციო გეგმა მეორე სართული
|
3.
საევაკუაციო გეგმა მესამე სართული
|
დანართი 12
|
რისკი №1 - სცენარი - წყალდიდობა ქარელის მუნიციპალიტეტში
|
რისკი №1-ი სცენარი
წ ყ ა ლ დ ი დ ო ბ ა ქ ა რ ე ლ ი ს მ უ ნ ი ც ი პ ა ლ ი ტ ე ტ შ ი ქარელის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია რამდენიმე მდინარით, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა:
რისკის ზონების აღწერა უხვი ნალექის შემდეგ, განსაკუთრებით დიდდება მდინარეები მტკვარი, ძამა და ფციულა, რაც საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. წყალდიდობამ შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის ეროზია და გრუნტის დაშლა, ადმინისტრაციული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, გზების, ელექტროსისტემის ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების დაზიანება, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის შეფერხება. საფრთხეები:
ბიოლოგიური და ეკოლოგიური ზემოქმედება:
წყალდიდობა მოსალოდნელია ქარელის მუნიციპალიტეტის მდინარეების მტკვრის, ძამას, ფციულასა და ფრონეს მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ დასახლებებში. მოწყვლადობის ანალიზი (მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, გარემო) რისკის ზონებში არსებული დასახლებები, სადაც განლაგებულია ასევე ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურა: სკოლები, საბავშვო ბაღები და ამბულატორიები. განსაკუთრებით მოწყვლადი დასახლებები: ქალაქი ქარელი, სოფელი ზღუდერი, სოფელი ახალსოფელი, სოფელი მოხისი და სოფელი ფცა. ისტორიული წყალდიდობის შემთხვევები („წარსული მოვლენები“) ქარელის მუნიციპალიტეტში წარსულში არაერთხელ დაფიქსირებულა წყალდიდობის შემთხვევები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას. 1968 წელი - ქალაქი ქარელი; 1987 წელი - ქალაქი ქარელი; 2010 წელი - სოფელი დვანი და სოფელი ტახტისძირი; 2021 წელი - სოფელი მოხისი და სოფელი ქვენატკოცა. ძლიერმა წყალმოვარდნამ გამოიწვია სახლების დაზიანება, დატბორვა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვა, საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის დაზიანება. საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები პ რ ე ვ ე ნ ც ი ა პრევენციის უმთავრესი მიზანია და გულისხმობს მუნიციპალური ორგანოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დაცვის მიზნით საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №1-ის (წყალმოვარდნა) ფარგლებში გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები:
მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ა წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №1-ის (წყალმოვარდნა) ფარგლებში გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებები: მზადყოფნის თვალსაზრისით უნდა მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის სცენარით გათვალისწინებული შემთხვევის ასევე მერიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ გაწეული პრევენციული სამუშაოების მოფრთხილების შესახებ, რათა არ მოხდეს გაწმენდილი ზონების დაბინძურება.
რ ე ა გ ი რ ე ბ ა არსებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები, ხდება საჭირო საავარიო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის უზრუნველყოფის ღონისძიებებია: ა) განგაშის გამოცხადება და შეტყობინება; ბ) საველე ოპერაციების ცენტრის გაშლა და საგანგებო რეაგირების ჯგუფების დაკომპლექტება; გ) საგანგებო სიტუაციების ზონებიდან ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; დ) საგანგებო სიტუაციების ზონებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის (საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების) განხორციელება; ე) ოპერაციების კოორდინირება; ვ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფა; ზ) ბრძანებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი; თ) ინფორმაციის მართვა; ი) მოთხოვნების დამუშავება ეროვნული დახმარების შესახებ; კ) რესურსების მიღება და მართვა; ლ) რეაგირების ძალების პერსონალის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა; მ) ფინანსების მართვა; ნ) დაზვერვითი ოპერაციების ჩატარება, შემფასებელი პერსონალის ან ჯგუფის მოქმედებაში მოყვანა და გეოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემების ამოქმედება (GIS); ო) საგანგებო სიტუაციების დროს არასამთავრობო და საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების გამოყენების ორგანიზება.
დაუყოვნებლივ იწყება საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების, სამედიცინო დახმარების, საევაკუაციო, გზების გაწმენდის ორგანიზება. საგანგებო სიტუაციის ზონაში მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით იხსნება ევაკუირებულთა შემკრები, საშუალედო, მიმღები პუნქტები. შესაბამისად, ორგანიზება უკეთდება ევაკუირებულთა აღრიცხვის, სამედიცინო დახმარების, სურსათით, ცხოველის საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნებით, წყლის აუცილებელი მარაგით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ორგანიზება უკეთდება მოსახლეობის სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური დაცვის ღონისძიებებს წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №1-ის (წყალმოვარდნა) ფარგლებში გასატარებელი რეაგირების ღონისძიებები:
მართვის შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის ორგანიზება საგანგებო შტაბის წევრებს და მათ დაქვემდებარებულ პირებს ან/და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციაში ჩართულ სახვა პირებს შორის კავშირი განხორციელდეს სატელეფონო საშუალებებით. საქალაქო ან მობილური სატელეფონო კავშირგაბმულობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კავშირი განხორციელდეს სპეციალური რაციებით ან კურიერების მეშვეობით. განსაკუთრებული შემთხვევები წყალმოვარდნის დროს: თუ წყალმოვარდნამ გამოიწვია აფეთქება შესრულდეს საგანგებო სიტუაციის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებული შემთხვევებისას გასატარებელი ღონისძიებების გეგმის (ცხრილის (N1) სახით მოცემული ქვემოთ) 1-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები. ცხრილი №1 საგანგებო სიტუაციის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებული შემთხვევებისას გასატარებელი ღონისძიებების გეგმა აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება ძირითად ღონისძიებების პარარელურად და კოორდინირებული უნდა იქნას ძირითადი მოვლენის აღმოფხვრაში მოქმედი ძალების მოქმედებასთა ნ.
გ) აფეთქების შემთხვევაში
ა ღ დ გ ე ნ ა წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №1-ის (წყალმოვარდნა) ფარგლებში გასატარებელი აღდგენის ღონისძიებები: მას შემდეგ რაც წყლის დონე დაიწევს და ადგილზე მუშაობა გახდება უსაფრთხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მერიის შესაბამისი სამსახურები იწყებენ აღდგენითი სამუშაოების შესრულებას 1. საგანგებო სიტუაციების სამსახური იწყებს დატბორილი სარდაფებიდან, საცხოვრებელი სახლებიდან, დამხმარე თუ სხვა სახის ნაგებობებიდან წყლის ამოტუმბვას 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგენს შენობების საცხოვრებლად ვარგისიანობას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგენს მოსახლეობაზე მიყენებულ მატერიალურ ზარალს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, რის შემდეგაც მერია იწყებს ზარალის ანაზღაურების სამუშაოებს საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე. 4. ხორციელდება მატერიალური სიკეთეების გამოტანა, დასუფთავება და გამოყოფილ ტერიტორიაზე შეგროვება 5. მერიის სამსახურების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სტიქიის ადგილზე ხორციელდება გაწმენდით სამუშაოები, ქვაღორღის, ნაშალი მასის, ჩახერგილობების გაწმენდა 6. ტრაქტორ/ექსკავატორი და სხვა მძიმე ტექნიკა იწყებს შეგუბებული დაბლობებიდან მდინარის კალაპოტამდე მცირე ზომის არხების გაყვანას რათა შეგუბებული წყალი დაბრუნდეს მდინარეში 7. ააიპ ,,ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი“ იწყებს სანიაღვრე და წყალსადინარი არხების გაწმენდას დაგროვილი ნაგვისგან და საფუძვლიანად ასუფთავებს დატბორილ ქუჩებს და უბნებს. 8. გაწმენდით სამუშაოებთან ერთად იწყება სამუშაოები დაზიანებული კომუნიკაციების აღსადგენად ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მაგისტრალების აღდგენა შემოწმება. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 13
|
რისკი №2-ი სცენარი
მ ი წ ი ს ძ ვ რ ა ქ ა რ ე ლ ი ს მ უ ნ ი ც ი პ ა ლ ი ტ ე ტ შ ი |
ქარელის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთით. ქარელის მუნიციპალიტეტი არის მაღალი რისკის სეისმურ ზონაში. მიწისძვრა არის ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც თან სდევს მსხვერპლი. მიწისძვრას ხშირად შეიძლება გამოიწვიოს სხვა სტიქიური მოვლენების პროვოცირება: მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა.
რისკის ზონების აღწერა მიწისძვრა მოსალოდნელია ქარელის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. მოწყვლადობის ანალიზი (მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, გარემო) რისკის ზონებში არსებული დასახლებები ძირითადად მდებარეობს მაღალმთიან რეგიონში. ამ ტერიტორიებზეა განლაგებული ასევე ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურა: სკოლები, საბავშვო ბაღები და ამბულატორიები. განსაკუთრებით მოწყვლადია ქალაქი ქარელი და ძამის ხეობის სოფლები. ისტორიული მიწისძვრის შემთხვევები („წარსული მოვლენები “) ქარელის მუნიციპალიტეტში წარსულში არაერთხელ დაფიქსირებულა მიწისძვრის შემთხვევები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას.
ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია სახლების დაზიანება, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა. საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები პ რ ე ვ ე ნ ც ი ა მიწისძვრის შედეგების პრევენციის მიზნით საიმედოდ და მყარად უნდა მიმაგრდეს ავეჯი კედელთან. საოფისე ინვენტარი მყარად უნდა დაფიქსირდეს მაღალ თაროებზე. დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო მანძილები სამუშაო მაგიდებსა და შემინულ ღიობებს შორის. გეგმურად უნდა მიმდინარეობდეს შენობების სეისმომედეგებობის ამაღლების პრევენციული ღონისძიებები მოქმედი სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებისა და ნორმების შესაბამისად. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, როგორებიც არის: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით); გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა. დ) მიწისძვრისას მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება/კორექტირება/დახვეწა; ე) შენობის კონსტრუქციისა და არსებული ფართობების ტექნიკური დათვალიერება - შემოწმება (რისკების შესამცირებლად აკადემიამ მოიწვია სპეციალისტები შენობის მდგრადობის დასადგენად (იხ. მდგრადობის დოკუმენტი); ვ) დაუმაგრებელი მოძრავი ავეჯის გამოვლენა და მათი ფიქსაცია. დეტალური ღონისძიებები იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში. საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №2-ის (მიწისძვრა) ფარგლებში გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები:
მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ა მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს, პერიოდულად წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ორგანიზება უნდა გაუკეთდეს თემატურ მეცადინეობებს, ვიქტორინებს და კონფერენციებს მიწისძვრებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე. პერსონალი ინფორმირებული უნდა იყოს როგორ მოიქცეს მიწისძვრის დროს შენობის არქიტექტურულ-კონსტრუქციული თავისებურებების გათვალისწინებით. ასევე, უზრუნველყოფილ უნდა იქნას კავშირგაბმულობის და შეტყობინების საშუალებების საიმედო ფუნქციონირება. მზადყოფნისა და რეაგირების პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფორმაციის მართვას. ამ მიზნით იქმნება და პერიოდულად განახლდება მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების შესახებ მონაცემთა ბაზა. რის საფუძველზეც ორგანიზება უკეთდება საგანგებო მართვის გეგმების სრულყოფასა და განვითარებას. ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს, როგორც მათ ინფორმირებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით. დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ №2-ში. საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №2-ის (მიწისძვრა) ფარგლებში გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებები:
რ ე ა გ ი რ ე ბ ა არსებული ინფორმაციის საფუძველზე, იგეგმება საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები, ხდება საჭირო ურბანულ პირობებში საავარიო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის უზრუნველყოფის ღონისძიებებია: ა) მოსახლეობის ინფორმირება; ბ) საველე ოპერაციების შტაბების გაშლა და საგანგებო რეაგირების ჯგუფების დაკომპლექტება; გ) საგანგებო სიტუაციების ზონებიდან ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; დ) საგანგებო სიტუაციების ზონებში, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის (საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების) განხორციელება; ე) ოპერაციების კოორდინირება; ვ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფა; ზ) ბრძანებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი; თ) ინფორმაციის მართვა; ი) მოთხოვნების დამუშავება დახმარების შესახებ – ეროვნულ დონეზე; კ) რესურსების მიღება და მართვა; ლ) რეაგირების ძალების პერსონალის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა; მ) ფინანსების მართვა; ნ) დაზვერვითი ოპერაციების ჩატარება, შემფასებელი პერსონალის ან ჯგუფის მოქმედებაში მოყვანა და გეოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემების ამოქმედება (GIS); ო) საგანგებო სიტუაციების დროს არასამთავრობო და საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების გამოყენების ორგანიზება. დაუყოვნებლივ იწყება საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების, სამედიცინო დახმარების, საევაკუაციო, გზების გაწმენდის ორგანიზება. საგანგებო სიტუაციის ზონაში უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით, იხსნება ევაკუირებულთა შემკრები და მიმღები პუნქტები. ორგანიზება უკეთდება ევაკუირებულთა აღრიცხვის, სამედიცინო დახმარების, სურსათით, ცხოველის საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნებით, წყლის აუცილებელი მარაგით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ორგანიზება უკეთდება მოსახლეობის სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური დაცვის ღონისძიებებს. საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №2-ის (მიწისძვრის) ფარგლებში გასატარებელი რეაგირების ღონისძიებები: 1. ცხადდება განგაში; 2. შეტყობინება ეგზავნება მუნიციპალიტეტის საგანგებო შტაბის უფროსს; 3. საგანგებო შტაბის უფროსი დაუყოვნებლივ კრებს საგანგებო შტაბის წევრებს; 4. იწყება პირველადი ღონისძიებების განხორციელება:
მართვის შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის ორგანიზება საგანგებო შტაბის წევრებს და მათ დაქვემდებარებულ პირებს ან/და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციაში ჩართულ სახვა პირებს შორის, კავშირი განხორციელდეს სატელეფონო საშუალებებით. საქალაქო ან მობილური სატელეფონო კავშირგაბმულობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, კავშირი განხორციელდეს სპეციალური რაციებით ან კურიერების მეშვეობით. საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №2-ის (მიწისძვრის) ფარგლებში გასატარებელი რეაგირების ღონისძიებები
განსაკუთრებული შემთხვევები მიწისძვრის დროს: თუ მიწისძვრის შედეგად ადგილი აქვს რადიაციული დაბინძურებას: მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შესრულდეს საგანგებო სიტუაციის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებული შემთხვევებისას გასატარებელი ღონისძიებების გეგმის (იხ. ცხრილის №1) 1-8 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები მუნიციპალური საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების მითითებათა გათვალისწინებით. თუ მიწისძვრამ გამოიწვია ქიმიურად საშიშ ობიექტებზე ავარია: მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შესრულდეს საგანგებო სიტუაციის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებული შემთხვევებისას გასატარებელი ღონისძიებების გეგმის (იხ ცხრილი №1) 9-15 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები, დაწესდეს კონტროლი ქიმიურ დაბინძურებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეს უფლება მოსახლეობას დაუბრუნდეს საკუთარ გარემოს თუ მიწისძვრამ გამოიწვია ხანძრის (ნგრევების) შემთხვევა:
თუ მიწისძვრამ გამოიწვია აფეთქება: შესრულდეს საგანგებო სიტუაციის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებული შემთხვევებისას გასატარებელი ღონისძიებების გეგმის (იხ. ცხრილი №1) 16-19 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები. ცხრილი №1
საგანგებო სიტუაციის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებული შემთხვევებისას გასატარებელი ღონისძიებების გეგმა აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება ძირითადი ღონისძიებების პარალელურად და კოორდინირებული უნდა იქნას ძირითადი მოვლენის აღმოფხვრაში ჩართული ძალების მოქმედებასთან
ა) რადიაციულად სახიფათო ობიექტზე ავარიის დროს (რადიაციული დაბინძურება)
ბ) ქიმიურად საშიშ ობიექტზე წარმოქმნილი ავარიის დროს/ ქიმიური დაბინძურების დროს
გ) ხანძრის (ან ნგრევების) შემთხვევაში
აღდგენა საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №2-ის (მიწისძვრის) ფარგლებში გასატარებელი აღდგენის ღონისძიებები: მას შემდეგ, რაც სიტუაცია დასტაბილურდება და ადგილზე მუშაობა გახდება უსაფრთხო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მერიის შესაბამისი სამსახურები იწყებენ აღდგენითი სამუშაოების შესრულებას. 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იწყებს ნანგრევების გაწმენდით სამუშაოებს. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (საგანგებო შტაბის უფროსი) ადგენს შენობების საცხოვრებლად ვარგისიანობას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან და დარგის ექსპერტებთან ერთად. 3. მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი ახორციელებს დაზიანებული შენობების, აგრეთვე მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის აღრიცხვა/შეფასება. 4. ხორციელდება მატერიალური ფასეულობების გამოტანა, დასუფთავება და გამოყოფილ ტერიტორიაზე შეგროვება. 5. მერიის შესაბამისი სამსახურების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სტიქიის ადგილზე ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები, ნაშალი მასის, ჩახერგილობების გაწმენდა. 6. გაწმენდით სამუშაოებთან ერთად იწყება სამუშაოები დაზიანებული კომუნიკაციების აღსადგენად ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მაგისტრალების აღდგენა-შემოწმება. 7. მერიის შესაბამისი სამსახურები უმოკლეს ვადებში ორგანიზებას უკეთებს დაზიანებული შენობებისა და სხვადასხვა ინფრასტუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება/წარმოებას. 8. ეპიდსაწინააღმდეგო და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 14
|
რისკი №3 –ი სცენარი
ტ ყ ი ს და ვ ე ლ ე ბ ი ს ხ ა ნ ძ ა რ ი ქ ა რ ე ლ ი ს მ უ ნ ი ც ი პ ა ლ ი ტ ე ტ შ ი
|
ქარელის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში. ქარელის მუნიციპალიტეტში გაშენებული წიწვოვანი (შერეული) ტყეების საერთო ფართობია 23 400 ჰექტარი.
ტყის მასივს ესაზღვრება სოფლები: ზღუდერი, სათერძე, იმერხევი, ტყემლოვანა, ელბაქიანთ კარი, ხეობა, ჭანდრები, სუქანაანთ უბანი, რუისი და სხვა. რისკის ზონების აღწერა: ტყის და ველის ხანძრებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დაკვამლიანება და ხანძრის გავრცელება, რაც საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, როგორც დასახლებულ პუნქტებს, საავტომობილო გზებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ტყისა და ველის ხანძრებმა შეიძლება გამოიწვიოს ტყის მასივების განადგურება, ცხოველებისათვისა და ფრინველებისათვის საფრთხის შექმნა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება, ჰაერის დაბინძურება, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა, მატერიალური ზარალის მიყენება. მოწყვლადობის ანალიზი (ტყის მასივი, მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, გარემო,სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ცხოველები და ფრინველები). რისკის ზონებში არსებული დასახლებები ძირითადად მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორიებზე, სადაც განლაგებულია ასევე ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურა: სკოლები, საბავშვო ბაღები და ამბულატორიები. განსაკუთრებით მოწყვლადი დასახლებები: ზღუდერი, სათერძე, იმერხევი, ტყემლოვანა. ტყის ხანძრების შემთხვევები („წარსული მოვლენები“) ქარელის მუნიციპალიტეტში წარსულში არაერთხელ დაფიქსირებულა ტყისა და ველის ხანძრების შემთხვევები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას. 2008 წელი – სოფელი რუისი (რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად); 2023 წელი – სოფელი ელბაქიანთ კარი; 2026 წელი – სოფელი სუქანაანთ უბანი. ბიოლოგიური და ეკოლოგიური ზემოქმედება • ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის დაზიანება, ბუნებრივი შერწყმის დარღვევა. • ჰაერის ხარისხის გაუარესება, რაც გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე. საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები პ რ ე ვ ე ნ ც ი ა პრევენციის უმთავრესი მიზანია და გულისხმობს მუნიციპალური ორგანოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დაცვის მიზნით საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების მუდმივად ორგანიზებას საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით. წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №3-ის (ტყის ხანძარი) ფარგლებში გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები:
მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ა წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №3-ის (ტყის ხანძარი) ფარგლებში გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებები:
რ ე ა გ ი რ ე ბ ა არსებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები, ხდება საჭირო საავარიო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის უზრუნველყოფის ღონისძიებებია: ა) განგაშის გამოცხადება და შეტყობინება; ბ) საველე ოპერაციების ცენტრის გაშლა და საგანგებო რეაგირების ჯგუფების დაკომპლექტება; გ) საგანგებო სიტუაციების ზონებიდან ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; დ) საგანგებო სიტუაციების ზონებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის (საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების) განხორციელება; ე) ოპერაციების კოორდინირება; ვ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფა; ზ) ბრძანებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი; თ) ინფორმაციის მართვა; ი) მოთხოვნების დამუშავება ეროვნული დახმარების შესახებ; კ) რესურსების მიღება და მართვა; ლ) რეაგირების ძალების პერსონალის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა; მ) ფინანსების მართვა; ნ) დაზვერვითი ოპერაციების ჩატარება, შემფასებელი პერსონალის ან ჯგუფის მოქმედებაში მოყვანა და გეოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემების ამოქმედება (GIS); ო) საგანგებო სიტუაციების დროს არასამთავრობო და საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების გამოყენების ორგანიზება. დაუყოვნებლივ იწყება საავარიო-სამაშველო, ადამიანთა ძებნის, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების, სამედიცინო დახმარების, საევაკუაციო, გზების გაწმენდის ორგანიზება. საგანგებო სიტუაციის ზონაში მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით იხსნება ევაკუირებულთა შემკრები, საშუალედო, მიმღები პუნქტების. შესაბამისად, ორგანიზება უკეთდება ევაკუირებულთა აღრიცხვის, სამედიცინო დახმარების, სურსათით, ცხოველის საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნებით, წყლის აუცილებელი მარაგით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ორგანიზება უკეთდება მოსახლეობის სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური დაცვის ღონისძიებებს წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №3-ის (ტყის ხანძარი) ფარგლებში გასატარებელი რეაგირების ღონისძიებები: ხანძრის ქრობის ოპერაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი უბნის მართვის უფლების მქონე ორგანოსა და არსებობის შემთხვევაში ტყითმოსარგებლის მონაწილეობით
მართვის შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის ორგანიზება საგანგებო შტაბის წევრებს და მათ დაქვემდებარებულ პირებს ან/და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციაში ჩართულ სახვა პირებს შორის კავშირი განხორციელდეს სატელეფონო საშუალებებით. საქალაქო ან მობილური სატელეფონო კავშირგაბმულობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კავშირი განხორციელდეს სპეციალური რაციებით ან კურიერების მეშვეობით. განსაკუთრებული შემთხვევები ხანძრის დროს: თუ ტყის ხანძარმა გამოიწვია რადიაციული დაბინძურება მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შესრულდეს საგანგებო სიტუაციის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებული შემთხვევებისას გასატარებელი ღონისძიებების გეგმის (ცხრილის (№1) სახით მოცემული ქვემოთ) 1-8 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები მუნიციპალური საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების მითითებათა გათვალისწინებით. თუ ტყის ხანძარმა გამოიწვია ქიმიურად საშიშ ობიექტებზე ავარია ან სხვაგვარი ქიმური დაბინძურება მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შესრულდეს საგანგებო სიტუაციის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებული შემთხვევებისას გასატარებელი ღონისძიებების გეგმის (ცხრილის (N1) სახით მოცემული ქვემოთ) სახით მოცემული ქვემოთ) 9-15 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები, დაწესდეს კონტროლი ქიმიურ დაბინძურებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეს უფლება მოსახლეობას დაუბრუნდეს საკუთარ გარემოს თუ ტყის ხანძარმა გამოიწვია ნგრევის/აფეთქების შემთხვევა შესრულდეს საგანგებო სიტუაციის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებული შემთხვევებისას გასატარებელი ღონისძიებების გეგმის (ცხრილის (№1) სახით მოცემული ქვემოთ) 16-19 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები. ცხრილი №1 საგანგებო სიტუაციის დროს წარმოქმნილი განსაკუთრებული შემთხვევებისას გასატარებელი ღონისძიებების გეგმა აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება ძირითად ღონისძიებების პარარელურად და კოორდინირებული უნდა იქნას ძირითადი მოვლენის აღმოფხვრაში მოქმედი ძალების მოქმედებასთან.
ა) რადიაციულად სახიფათო ობიექტზე ავარიის დროს (რადიაციული დაბინძურება)
ბ) ქიმიურად საშიშ ობიექტზე წარმოქმნილი ავარიის დროს ქიმიური დაბინძურების დროს
გ) ნგრევების/აფეთქების შემთხვევაში
აღდგენა წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით გამოვლენილი რისკი №3-ის (ტყის ხანძარი) ფარგლებში გასატარებელი აღდგენის ღონისძიებები: აღდგენით სამუშაოებში ერთვება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მერიის და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთეულები 1. სსმს და მერიის შესაბამისი სამსახური ამოწმებს რისკის ზონაში არსებული საცხოვრებელ და დამხმარე ნაგებობებს მათი დაზიანების ხარისხს კომპეტენციის ფარგლებში. 2. ხორციელდება ხანძრის კერების მონიტორინგი 3. ხორციელდება საკომუნიკაციო ქსელების მონიტორინგი 4. ხორციელდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა განახლება 5. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყის მოვლისა და აღდგენის წესის“ მიხედვით 6. მას შემდეგ რაც მოხდება სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილების შემოწმება და კომუნიკაციების აღდგენა ასევე შენობების სასიცოცხლოდ ვარგისიანობის შემოწმება შტაბის უფროსი ნებას რთავს მოსახლეობას დაბრუნდეს საკუთარ საცხოვრებელ ადგილას. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 15
|
რისკი № 1
ხანძარი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში |
N1 რისკის მიხედვით: შენობა მდებარეობს ქალაქ ქარელის, ნინოშვილის ქ. N3-ში. შენობა არის 3 სართულიანი და მინუს სართული – სარდაფი. შენობაში ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის მერია (I და III სართულები), მუნიციპალიტეტის საკრებულო (II სართული). ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა აშენებულია სამშენებლო ბლოკით, შენობა გადახურულია პროფილირებული თუნუქის ფურცლებით, სასხვენო გადახურვა წარმოადგენს ხის კონსტრუქციებს. შემოსავლელი სივრცე და სართულშორისი კიბეები მოპირკეთებულია კერამოგრანიტით. სართულთაშორისი გადახურვა: ფილა-ბეტონი. კარ-ფანჯარები დამზადებულია (ალუმინით) და მდფ-ის მასალით. შიდა ოთახების გამყოფი კედლები და ჭერი შეღებილი და შებათქაშებულია. შენობას აქვს სამი გასასვლელი.
შენობაში ხანძარი შესაძლოა გავრცელდეს, როგორც შენობის კონკრეტულ ნაწილში, ასევე მთლიანად შენობის მასშტაბით. შესაბამისად, შეიძლება მოხდეს გასასვლელებსა და ცალკეულ ოთახებში კვამლის დაგროვება, რაც გამოიწვევს შენობაში მყოფი პირების ინტოქსიკაციას. მოსალოდნელია ცალკეულმა თანამშრომლებმა მიიღონ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს მზიდი კონსტრუქციის დაზიანება, რასაც შეიძლება მოჰყვეს შენობის ცალკეული ელემენტების ნგრევა და გასასვლელების ( მათ შორის საევაკუაციო) ჩახერგვა. საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები პ რ ე ვ ე ნ ც ი ა პერიოდულად უნდა შემოწმდეს ელექტროგაყვანილობის ვარგისიანობა, გამოვლინდეს ადვილად დაზიანებადი წერტილები და მიღებულ იქნას ტექნიკური ზომები მოწყვლადობის აღმოფხვრის მიზნით. გეგმიურად უნდა მიმდინარეობდეს ხანძრის პროფილაქტიკური ღონისძიებები სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და ნორმების შესაბამისად. დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ №1-ში. გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დეტალური გეგმა №1 რისკის სცენარის მიხედვით ცხრილი №1.
მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ა თანამშრომლები ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის დროს, გამართულ მდგომარეობაში უნდა ინარჩუნებდნენ ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს, უნდა იცოდნენ მისი ექსპლუატაციის წესები. ამ მიზნით წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ორგანიზება უნდა გაეწიოს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მუდმივ მონიტორინგს და სპეციალურ ტრენინგებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში. პერიოდულად უნდა განახლდეს ხანძრის ქრობის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იქნას კავშირგაბმულობის და შეტყობინების საშუალებების საიმედო ფუნქციონირება. ყოველ წლიურად უნდა მოხდეს საგანგებო გეგმის განვითარება აღნიშნული რისკის ხელახალი შეფასების საფუძველზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს, როგორც მათ ინფორმირებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით. დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ №2-ში. გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებების დეტალური გეგმა სცენარი შიდა საფრთხის №1 რისკის მიხედვით ცხრილი№ 2
რ ე ა გ ი რ ე ბ ა ხორციელდება შეტყობინება ხანძრის შესახებ „112“-ზე და სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გამოძახება. დაუყოვნებლივ ხდება თანამშრომლების ევაკუაცია შენობიდან მიმდებარე ტერიტორიაზე წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილას (შენობის ფასადის კედლებიდან არაუმცირეს 10-15 მეტრის დაშორებით). ასევე შეძლებისამებრ ხორციელდება მატერიალური ფასეულობების ევაკუაცია. დაუყონებლივ უნდა გამოირთოს შენობაში შემავალი ელექტროენერგია და გაზმომარაგება. შენობიდან ევაკუაციის რუკა წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი 11). დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 3-ში. გასატარებელი რეაგირების ღონისძიებების დეტალური გეგმა სცენარი შიდა საფრთხის №1 რისკის მიხედვით ცხრილი №3.
ა ღ დ გ ე ნ ა საგანგებო შტაბი ორგანიზებას უკეთებს ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებას და დაზიანებული შენობის აღდგენისათვის პირველი რიგის ღონისძიების შემუშავებას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგი. საგანგებო შტაბი იღებს შესაბამის ზომებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირების სრულად და უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით. დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ №4-ში გასატარებელი აღდგენის ღონისძიების დეტალური გეგმა №1რისკის სცენარის მიხედვით ცხრილი №4.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 16
|
რისკი №2 - მიწისძვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულშენობაში
|
№2 რისკის მიხედვით: შენობა მდებარეობს ქალაქ ქარელში ნინოშვილის ქ. №3-ში. შენობა არის 3 სართულიანი და მინუს სართული – სარდაფი. შენობაში ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის მერია (I და III სართულები), მუნიციპალიტეტის საკრებულო (II სართული). ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა აშენებულია სამშენებლო ბლოკით, შენობა გადახურულია პროფილირებული თუნუქის ფურცლებით, სასხვენო გადახურვა წარმოადგენს ხის კონსტრუქციებს. შემოსავლელი სივრცე და სართულშორისი კიბეები მოპირკეთებულია კერამოგრანიტით. სართულთაშორისი გადახურვა: ფილა-ბეტონი. კარ-ფანჯარები დამზადებულია (ალუმინით) და მდფ-ის მასალით. შიდა ოთახების გამყოფი კედლები და ჭერი შეღებილი და შებათქაშებულია. შენობას აქვს სამი გასასვლელი.
ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა მდებარეობს სეისმურად აქტიურ ზონაში, რაც არ გამორიცხავს მიწისძვრის წარმოქმნის შესაძლებლობას. ზოგადი შეფასების საფუძველზე, ძირითადი შენობის სეისმომედეგობა სავარაუდოდ აკმაყოფილებს 6-7 ბალის ეფექტით გამოწვეულ სეისმურ ზემოქმედებაზე მედეგობას. ამდენად შესაძლებელია მოხდეს შენობის საშუალო ან ძლიერი ხარისხის დაზიანება, მინების მსხვრევა, ხანძრების წარმოქმნა, კომუნალურ ენერგეტიკული ქსელის მწყობრიდან გამოყვანა, კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემების დარღვევა, კარადებისა და მძიმე ავეჯის გადაყირავება, თაროებიდან ნივთების ცვენა, მინების მსხვრევა. შესაბამისად, შესაძლებელია, თანამშრომლებმა მიიღონ სხვადასხვა ხარისხის ტრავმები და ჭრილობები. მზიდი კონსტრუქციის დაზიანებას შეიძლება მოჰყვეს შენობის ცალკეული ელემენტების ნგრევა და გასასვლელების (მათ შორის საევაკუაციო) ჩახერგვა. საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები პ რ ე ვ ე ნ ც ი ა მიწისძვრის შედეგების პრევენციის მიზნით, საიმედოდ და მყარად უნდა მიმაგრდეს ავეჯი კედელთან. საოფისე ინვენტარი მყარად უნდა დაფიქსირდეს მაღალ თაროებზე. დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო მანძილები სამუშაო მაგიდებსა და შემინულ ღიობებს შორის. გეგმურად უნდა მიმდინარეობდეს შენობების სეისმომედეგებობის ამაღლების პრევენციული ღონისძიებები მოქმედი სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებისა და ნორმების შესაბამისად. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, როგორებიც არის: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით); გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა. დ) მიწისძვრისას მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება/კორექტირება/დახვეწა; ე) შენობის კონსტრუქციისა და არსებული ფართობების ტექნიკური დათვალიერება - შემოწმება (რისკების შესამცირებლად აკადემიამ მოიწვია სპეციალისტები შენობის მდგრადობის დასადგენად (იხ. მდგრადობის დოკუმენტი); ვ) დაუმაგრებელი მოძრავი ავეჯის გამოვლენა და მათი ფიქსაცია. ცხრილი №1. გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დეტალური გეგმა სცენარი შიდა საფრთხის №2 რისკის მიხედვით
მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს, პერიოდულად წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ორგანიზება უნდა გაუკეთდეს თემატურ მეცადინეობებს, ვიქტორინებს და კონფერენციებს მიწისძვრებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე. პერსონალი ინფორმირებული უნდა იყოს როგორ მოიქცეს მიწისძვრის დროს შენობის არქიტექტურულ-კონსტრუქციული თავისებურებების გათვალისწინებით. ასევე, უზრუნველყოფილ უნდა იქნას კავშირგაბმულობის და შეტყობინების საშუალებების საიმედო ფუნქციონირება. მზადყოფნისა და რეაგირების პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფორმაციის მართვას. ამ მიზნით იქმნება და პერიოდულად განახლდება მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების შესახებ მონაცემთა ბაზა. რის საფუძველზეც ორგანიზება უკეთდება საგანგებო მართვის გეგმების სრულყოფასა და განვითარებას. ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს, როგორც მათ ინფორმირებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით. მზადყოფნის ღონისძიებებია:
ცხრილი 2. გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებების დეტალური გეგმა სცენარი №2 რისკის მიხედვით
რ ე ა გ ი რ ე ბ ა მიწისძვრის დროს თანამშრომლები თავს აფარებენ საყრდენი კაპიტალური კედლების ღიობებს ანდა თაღების შიდა კუთხეებს. ხოლო პირველი ბიძგის დასრულების შემდეგ უნდა მოვახდინოთ მათი ევაკუაცია შენობიდან მიმდებარე ტერიტორიაზე წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილას (შენობის ფასადის კედლებიდან არაუმცირეს 10-15 მეტრის დაშორებით). დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს შენობაში შემავალი ელექტრო გაყვანილობა და გაზმომარაგება. საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება შეტყობინება „112“-ზე დახმარების მისაღებად. შენობიდან ევაკუაციის გეგმა – წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დართი №11). მიწისძვრა: შენობის შიგნით ადამიანები განლაგდებიან უსაფრთხო ადგილებში. მიწისძვრის შემთხვევაში საგანგებო შტაბის უფროსი ევაკუაციის საკითხებში დაუყოვნებლივ აცნობებს ფაქტის შესახებ საგანგებო სიტუაციებს სამსახურს – „112“-ს. შემდეგ მისი ჯგუფის წევრებს და კოორდინირებულად დაიწყება შენობის ევაკუაცია წინასწარ შემუშავებული საევაკუაციო გეგმის მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ შენობაში განთავსებულია სხვადასხვა სამსახურები, საჭიროა, მათი ევაკუაციისათვის შეიქმნას საევაკუაციო ჯგუფი. ცხრილი 3. გასატარებელი რეაგირების ღონისძიებების დეტალური გეგმა სცენარი №2 რისკის მიხედვით
ა ღ დ გ ე ნ ა მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენის მიზნით, საგანგებო შტაბი ორგანიზებას უკეთებს ზარალის შეფასებას და დაზიანებული შენობის აღდგენისათვის პირველი რიგის ღონისძიებების შემუშავებას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგი. საგანგებო შტაბი ღებულობს ზომებს მერიის ფუნქციონირების სრულად და უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით. მიწისძვრა: მიწისძვრის შედეგების მაშტაბიდან გამომდინარე უნდა მოხდეს:
ცხრილი 4. გასატარებელი აღდგენის ღონისძიებების დეტალური გეგმა №2 რისკის სცენარის მიხედვით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 17
|
ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებების: გაზი, ელექტროენერგია, წყალმომარაგება, მილსადენების მონაცემები
|
1.
1 გაზი
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე (კმ.) -577 კმ. კომპანია -ს.ს ,, სოკარ ჯორჯია გაზი“ https://www.google.com/maps/d/viewer?ll=42.10116875570943%2C43.84468194140629&z=10&mid=1XStiBZz1mCWroZjMgkAMaFFK0F9SyKS2 2. ელექტროენერგია ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე, (კმ.):
კომპანია-სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ https://www.google.com/maps/d/viewer?ll=42.01200909825503%2C44.00506399999995&z=10&mid=1msZ9RdA81iEesoGdEJ0Ufm6RQ1BLpWuf 3. წყალმომარაგება ქარელის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ქსელის სიგრძე არის 121.5 კმ კომპანია- ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. რუკები: https://www.google.com/maps/d/u/0/viewer?ll=42.01503535852451%2C43.90684293695256&z=13&mid=1tVG4VsOWniT0lJsnCi1YI0tXbAR5eJxO 4. მილსადენები ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ბალანსზე არსებული მოქმედი მაგისტრალური მილსადენების ჯამური სიგრძე შეადგენს 56,930 კმ-ს, ხოლო უმოქმედო მილსადენების 19,190 კმ-ს. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს 28,122 კმ სიგრძის DN 500 მმ-იანი „დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენი“ (WREP). |
2.
|
დანართი 18
|
საგანგებო სიტუაციების რისკების შეფასება
|
1.
რისკის შეფასების მეთოდოლოგია.
სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიული ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. დამსწრე პირების მიერ 5-5 ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების განმეორების/მოხდენის ალბათობა და ზეგავლენა. ასეთი მეთოდი პირველადი ინფორმაციის მოძიების და საგანგაშო ნიშნების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას სტიქიური მოვლენების ქრონოლოგიის, შედეგების დეტალებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთება საგანგაშო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საჭიროა შესაბამის სპეციალისტების ჩართვა და მათ მიერ შეფასების ჩატარება. რისკის შეფასების მატრიცა.
რისკის დონე .
საგანგებო სიტუაციების რისკის მაჩვენებლის შედეგი
ქარელის მუნიციპალიტეტი – სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტები (საინფორმაციო ბიულეტენი – საქართველოში 2025 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2026 წლის პროგნოზი, მომზადებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ). . |
2.
რუკა
|
3.
რისკი რუკები
|
4.
რუკა
|
5.
რუკა
|
6.
რუკა
|
7.
რუკა
|
8.
რუკა
|
უკან დაბრუნება 
















დოკუმენტის კომენტარები