„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.017026
2-459
04/11/2026
ვებგვერდი, 06/11/2026
040030000.22.023.017026
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-459

2026 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016675) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების“:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ანალიტიკური სამსახური;“;

ბ) მე-8  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონიტორინგის სამმართველო;“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს მიერ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე არსებული პრაქტიკის ეფექტიანობის შეფასება, საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების საქართველოს კანონმდებლობასთან არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაზე ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ (გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა), სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა, რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:

„მუხლი 132. ანალიტიკური სამსახური

 ანალიტიკური სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და მართვის პროცესების ინფორმაციული მხარდაჭერის მიზნით ელექტრონული საინფორმაციო სისტემების განვითარებისა და სრულყოფის საჭიროებების განსაზღვრას, შესაბამისი წინადადებების მომზადებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებასთან, ახალი პროგრამული მოდულების შემუშავებასა და არსებულ მოდულებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული ფუნქციური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, სისტემატიზაციის, გაერთიანებისა და ანალიზის კოორდინაციას, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ტენდენციების, კანონზომიერებისა და შესაძლო რისკების გამოვლენას, აგრეთვე შესაბამისი ანალიტიკური დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას,  კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ანალიტიკოსების საქმიანობის კოორდინაციას, მათთვის მეთოდური დახმარების გაწევასა და მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების ერთიანი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას;

ე) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში მომხმარებელთა წვდომის უფლებების მართვას, დადგენილი უფლებამოსილებებისა და ინფორმაციაზე წვდომის შესაბამისი დონეების გათვალისწინებით, აგრეთვე სისტემის მომხმარებლებისთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევას;

ვ) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში ასახული მონაცემების სიზუსტის, სისრულის, თანმიმდევრულობისა და დროული განახლების მონიტორინგს, გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ინფორმირებას და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების მომზადებას;

ზ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული მონაცემების, მათ შორის, ტყის მდგომარეობის, ტყის რესურსების აღრიცხვის, გამოყენებისა და მოპოვების ამსახველი მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიზს, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით;

თ) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში თავმოყრილი მონაცემების საფუძველზე სტატისტიკური, საცნობარო და ანალიტიკური ანგარიშებისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებასა და წარმოებას;

ი) სააგენტოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციასა და სტატისტიკურ ანალიზს, სამართალდარღვევების სახეების, გავრცელების ტენდენციებისა და განმეორებადობის გამოვლენას;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიან საინფორმაციო ბანკში კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ან/და გამოთხოვის ორგანიზებას;

ლ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობას და ხელმძღვანელობისთვის გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად საჭირო ანალიტიკური ინფორმაციისა და რეკომენდაციების წარდგენას;

მ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მონაცემებთან შეჯერების კოორდინაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი