„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017742
1261
09/11/2026
ვებგვერდი, 12/11/2026
040030000.22.027.017742
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1261

2026 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016981) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები საჯარო დაწესებულებებთან; ითანამშრომლოს კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე საერთაშორისო და რელიგიურ ორგანიზაციებთან;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დებს და წყვეტს ადმინისტრაციულ, შრომით და სტაჟირების ხელშეკრულებებს;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.   სააგენტო შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – პრობაციის ბიუროებისგან, რომელთა მეშვეობით სააგენტო უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას. სააგენტოს ამ მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები – პრობაციის ბიუროები სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“.

4. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, მათ შორის:

ა.ა) ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, გადაყვანის, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; სააგენტოში მოსამსახურეთა მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა; წინადადებების შემუშავება მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთათვის დადგენილი ფორმის სამსახურებრივი მოწმობების დამზადება და მოსამსახურეთათვის გადაცემა;

ა.ბ) მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მისი ფორმის შემუშავება;

ა.გ) სააგენტოს სისტემაში კონკურსის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება;

ა.დ) დადგენილი წესის შესაბამისად სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება და სტაჟირების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობა;

ა.ე) მოსამსახურეთა მომზადების/გადამზადების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობა;

ა.ვ) მოსამსახურეთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;

ა.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვის და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა;

ა.თ) პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისას მისთვის სამსახურებრივი ბეჭდის გადაცემა;

ბ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის:

ბ.ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;

ბ.ბ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება;

ბ.გ) სააგენტოში წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი შეფასება;

ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და შეფასება;

ბ.ე) სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლოში (გარდა სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული ნაკლებად რთული საქმეებისა);

გ) სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობისა და სხდომების უზრუნველყოფა; ამ კომისიის გადაწყვეტილების პროექტების შედგენა;

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

ე) სააგენტოში საქმისწარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება, მათ შორის:

ე.ა) სააგენტოში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

ე.ბ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა/განახლება;

ე.გ) სააგენტოს დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;

ე.დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ფუნქციონირებს საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საქმისწარმოების სამმართველო.

3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

4. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებითა და სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

5. საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

6. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილნი არიან, დაესწრონ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებს.

7. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს სააგენტოს უფროსი.

მუხლი 9. ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი

1. ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების მოწესრიგება და სააგენტოს არქივში შენახვის უზრუნველყოფა;

ბ) მისი საქმიანობის ფარგლებში სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა, მიღება და დამუშავება;

გ) დაარქივებულ სააღსრულებო საქმეებთან დაკავშირებით სააგენტოში შემოსული განცხადებებისა და წერილების დამუშავება და შესაბამისი პასუხის მომზადება;

დ) პრობაციის ბიუროთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით შესაბამისი სამუშაო ადგილებისა და დამსაქმებლის მოძიებაში;

ე) შინაპატიმრობის აღსრულების დროს გამოვლენილი დარღვევის ფაქტზე სწრაფი რეაგირება და მისი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;

ვ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება, ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ადმინისტრირება და ამ სისტემაში ასახული შეტყობინებების გადამისამართება შესაბამისი პრობაციის ბიუროებისთვის;

ზ) სააგენტოს ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათი შევსება/სრულყოფა;

თ) სააგენტოში მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზება;

ი)  სააგენტოს საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობის უზრუნველყოფა;

კ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების (მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე) უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სააგენტოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტში ფუნქციონირებს საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ა) ინფორმაციის დამუშავების სამმართველო;

ბ) ელექტრონული ზედამხედველობის სამმართველო.

3. ინფორმაციის დამუშავების სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებითა და სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

4. ელექტრონული ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

5. ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტს აქვს ბეჭედი წარწერით: „სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი“.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულები:

ა) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო;

ბ) ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველო.“.

6. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს სააგენტოს უფროსი.“.

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

1. ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში სააგენტოს მონაწილეობის კოორდინაცია, პოლიტიკის დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსთვის განსაზღვრული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;

ბ) სააგენტოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია, მათი შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;

გ) სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო ანალიტიკური ანგარიშებისა და მიმოხილვების მომზადება;

დ) კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სააგენტოს უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოშობილი რისკებისა და გამოწვევების შესწავლა/ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) თემატურ-დარგობრივი კვლევების, მათ შორის, კრიმინოლოგიური და შედარებით-სამართლებრივი კვლევების განხორციელება;

ზ) სააგენტოში მოქმედი პროგრამების შეფასება;

თ) სააგენტოს ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვის/განვითარების კოორდინაცია, თემატური პროექტების მართვა, თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აკადემიურ სექტორთან, საერთაშორისო და პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო სტატისტიკის წარმოება – სტატისტიკური ფორმების შემუშავება, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ანალიტიკურ დეპარტამენტში ფუნქციონირებს საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეული – კვლევისა და სტატისტიკის წარმოების სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.“.

8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. სააგენტოს მოსამსახურეები

1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შემთხვევაში – ცენტრის უფროსი), რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს სააგენტოს უფროსი.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებებსა და მითითებებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა, აგრეთვე ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით არასრულწლოვანის საქმეს გადასცემს შესაბამის სპეციალისტ(ებ)ს;

ბ) ზედამხედველობას უწევს ცენტრში მიმდინარე საქმეებს, აგრეთვე არასრულწლოვანის სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესს;

გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს ცენტრში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სააგენტოს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამმართველოს უფროსი ან სხვა მოსამსახურე.

5. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურულ ერთეულს წარადგენს სხვა უწყებებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;

ე) ასრულებს სააგენტოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

6. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ საჯარო დაწესებულების მეორად სტრუქტურულ ერთეულს – სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი.

7. სამმართველოს უფროსი:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ შესრულებაზე;

ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ასრულებს სააგენტოს უფროსის, კურატორი მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვა დავალებებსა და მითითებებს.

8.  სააგენტოში დასაქმებულნი არიან მოსამსახურეები – საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის, პრობაციის ოფიცრები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

9. სააგენტოს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, მათი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად, განისაზღვრება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სააგენტოს შინაგანაწესითა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებით. გარდა აღნიშნული სამართლებრივი აქტებისა, სააგენტოში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებებით, სოციალური მუშაკების – „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხოლო პრობაციის ბიუროების მოსამსახურეთა და ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ცალკეულ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები − მომსახურების ხარისხის სტანდარტებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია