დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.103.016503 |
|
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 02/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის, საშენების რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის სფეროში: ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ბ) შინაური ბინადარი ცხოველების საშენების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და საშენის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) კონკრეტული სანაშენე ცხოველის ერთჯერადად გამრავლების უფლების მინიჭების საკითხის განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დ) რეგისტრირებული საშენების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება, გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშენის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ე) ძაღლების მოშენებაზე მოქმედი მორატორიუმის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში; ვ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და საშენების საქმიანობის სფეროში უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია; ზ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და საშენების საქმიანობის სფეროში კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები