დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.103.016502 |
|
„მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 სექტემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 სექტემბრის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/10/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.103.016500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის წესი“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული წესის მუხლი1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი და კატა) საშენის რეგისტრაციის, სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემისა და რეგისტრაციიის საფასურის განსაზღვრის წესს. 2. წესის მიზანია: ა) ცხოველთა კანონით დადგენილი კეთილდღეობის პრინციპების დაცვა; გ) ცხოველთა პოპულაციის კონტროლი და არასასურველი, არაგეგმური ნაყარის პრევენცია; დ) საშენებში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული სტანდარტებისა და პირობების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ვეტერინარული ნორმების დაცვა.“. |
3.
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში ან ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო 20 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს საშენის ადგილზე დათვალიერებას და ამოწმებს მის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.“. |
4.
მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საშენის რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად და მოიცავს საშენის რეგისტრაციისა და ადგილზე დათვალიერების პროცედურასთან დაკავშირებულ ხარჯებს. საშენის ადგილზე დათვალიერებისთვის ცალკე საფასურის გადახდევინება დაუშვებელია.“. |
5.
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზის ან ხარვეზების შესაბამის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საშენის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო უკვე რეგისტრირებული საშენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საშენის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ. ამ პუნქტის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი გარდამავალი დებულებები და არსებული საშენების რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადები.“. |
6.
მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საშენის რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება თითოეულ სანაშენე ცხოველზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. 2. საშენის რეგისტრაციის საფასურის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სანაშენე ცხოველის ჯიშისა და რეგისტრაციისა და ადგილზე დათვალიერების პროცედურასთან დაკავშირებული დასაბუთებული ფაქტობრივი ხარჯების გათვალისწინებით. ადგილზე დათვალიერებისთვის ცალკე საფასურის დაწესება დაუშვებელია.“. |
7.
მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ახალი საშენის ფუნქციონირება დაუშვებელია საშენის რეგისტრაციის დასრულებამდე, რეგისტრაციის საფასურის სრულად გადახდამდე და რეგისტრაციის მოწმობის გაცემამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. |
8.
დანართ №2-ით დამტკიცებულ საშენის რეგისტრაციის მოწმობის ფორმაში კინოლოგის/ფელინოლოგის შესახებ მონაცემების მითითება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და მათი ამოქმედების ვადების შესაბამისად. 2028 წლის 1 ივლისამდე აღნიშნული მონაცემების წარდგენის ვალდებულება არ განისაზღვროს იმ მოთხოვნებთან მიმართებით, რომელთა ამოქმედებაც კანონმდებლობით ამ თარიღისთვის არის გათვალისწინებული. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული საშენების რეგისტრაცია განხორციელდეს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარდამავალი დებულებებისა და ვადების შესაბამისად, მათ შორის, 2027 წლის 1 იანვრამდე, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები