„შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017514
80
30/10/2026
ვებგვერდი, 02/11/2026
120000000.22.026.017514
„შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება  №80

2026 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის №83 ბრძანებით (ვებგვერდი, 25/06/2025, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017370) დამტკიცებულ შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) უფროსი ოფიცრების საზღვარგარეთ სასწავლო კურსებზე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის საკითხებს, აგრეთვე საზღვარგარეთ იმ სასწავლო კურსებზე წარსაგზავნად შერჩევას, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად წარმოდგენილია სამხედრო მოსამსახურე უფროსი ოფიცრების შემადგენლობიდან;

პ) სამეთაურო-საშტაბო კურსებზე წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის საკითხებს; “.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საზღვარგარეთ სასწავლებლად წარგზავნის საკითხებს:

ბ.ა) იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცროსი ოფიცრების შემადგენლობას;

ბ.ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის, რომლებიც ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების პროგრამაზე წარსაგზავნად განიხილებიან;“.

3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლად წარგზავნის (გარდა მასტერ-სერჟანტის სამხედრო განათლების პროგრამისა (IV დონე) და ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების პროგრამისა) საკითხებს იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შემადგენლობას;“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანდიდატების შერჩევა ქულების მინიჭებით ხორციელდება თანამდებობაზე შერჩევის და სასწავლებლად წარგზავნის (გარდა ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების პროგრამისა და უცხო ენის შემსწავლელი სასწავლო კურსებისა) დროს.“.

5. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების პროგრამაზე და უცხო ენის შემსწავლელი სასწავლო კურსებზე წარსაგზავნად შერჩევა ერთი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში ხორციელდება ღია კენჭისყრის საფუძველზე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში – ფარული კენჭისყრის საფუძველზე.“.

6. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების პროგრამაზე და უცხო ენის შემსწავლელ სასწავლო კურსზე შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი ქულის მქონე კანდიდატს, ხოლო წოდებრივი დაწინაურებისას კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება ხმათა უმრავლესობით, რაც ფიქსირდება შემაჯამებელ ოქმში.“.

7. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) თანამდებობაზე/სასწავლებლად შესარჩევ კანდიდატებს (გარდა უცხო ენის შემსწავლელი სასწავლო კურსებისა და ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების პროგრამისა) შორის ერთი ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევის (ძირითადი და ალტერნატიული კანდიდატები) ან არასაკმარისი ქულათა რაოდენობის გამო კანდიდატთა შეურჩევლობის შესახებ;“;

ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) უცხო ენის შემსწავლელ სასწავლო კურსებსა და ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების პროგრამის შესარჩევ კანდიდატებს შორის ერთი ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევის ან  შეურჩევლობის შესახებ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი