დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 392 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 30/04/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.010.264 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.010.264
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №392
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ.2322) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ინფორმაციას ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის შესახებ შემოსავლების სამსახური ღებულობს წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შესაბამისი სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი დაწესებულებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები