დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 12 ივნისის №13017 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24839 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 30/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016816 |
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №24839
2026 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 12 ივნისის №13017 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 12 ივნისის №13017 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული საქონლის მიწოდების/მოძრაობის/ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. დამტკიცდეს „ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმა და წესი“ №2 დანართის შესაბამისად.
12. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ ბრძანების 11 პუნქტით დამტკიცებული „ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმა და წესი“ გამოიყენოს ფიზიკური პირისგან მომსახურების შეძენის შემთხვევებზე.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან განხორციელებული შესაბამისი სამეურნეო ოპერაციების მიმართ.
სამსახურის უფროსი მამუკა ბარათაშვილი
დანართი №2
ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმა და წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, საქონლის მიწოდების აღრიცხვას.
2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის ფიზიკური პირისგან საქონლის მიწოდების აღრიცხვა გულისხმობს შესაბამისი სამეურნეო ოპერაციების ასახვას ამავე დოკუმენტით განსაზღვრული ფორმითა და წესით.
მუხლი 2. ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აქტი
1. ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აქტი (შემდეგში – შესყიდვის აქტი) არის ამ წესის №II-01 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელიც გამოიწერება, არაუგვიანეს საქონლის შესყიდვის ოპერაციის განხორციელების დღის, შესაბამისი თვის, მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან www.eservices.rs.ge (შემდეგში – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი).
2. შესყიდვის აქტის გამოწერის წესი არ ვრცელდება:
ა) ისეთ შესყიდვებზე, რომლებზეც საქონლის გამყიდველის მიერ, არაუგვიანეს შესყიდვის აქტის გამოწერისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე, მიწოდების ოპერაციაზე გამოწერილი იქნება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: სასაქონლო ზედნადები ან/და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და საგადასახადო დოკუმენტი (სდ);
ბ) ფიზიკური პირებისგან ხე-ტყის შესყიდვის იმ ოპერაციებზე, რომლებზეც ვრცელდება №1 დანართით დამტკიცებული „ხე-ტყის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმა და წესი“;
გ) საქონლის ისეთ შესყიდვებზე, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საკუთრების უფლება ექვემდებარება რეგისტრაციას შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება და სხვა).
3. შესყიდვის აქტის გამოწერის წესი ნებაყოფლობით (სურვილის შემთხვევაში) ვრცელდება:
ა) სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის მქონე პირებზე (მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი), რომლებიც შესაბამისი საქმიანობის ნაწილში ფიზიკური პირებისგან განახორციელებენ საქონლის შესყიდვას;
ბ) დღგ-ის გადამხდელი ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვაზე.
4. შესყიდვის აქტი ივსება შემდეგი წესით:
ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად მიეთითება დოკუმენტის ნომერი;
ბ) მე-2 სტრიქონში ავტომატურად მიეთითება დოკუმენტის სტატუსი (მათ შორის, გადაგზავნილი, დადასტურებული, უარყოფილი, გაუქმებული, ვადაგასული-გადაგზავნილი);
გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება ოპერაციის თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);
დ) მე-4 სტრიქონში ავტომატურად მიეთითება შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღი;
ე) მე-5 სტრიქონის:
ე.ა) 5.1 ქვესტრიქონში ავტომატურად მიეთითება საქონლის მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე.ბ) 5.2 ქვესტრიქონში ავტომატურად მიეთითება საქონლის მყიდველის დასახელება;
ვ) მე-6 სტრიქონის:
ვ.ა) 6.1 ქვესტრიქონში მიეთითება საქონლის გამყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი);
ვ.ბ) 6.2 ქვესტრიქონში მიეთითება საქონლის გამყიდველის დასახელება (სახელი, გვარი);
ზ) მე-7 სტრიქონში მიეთითება საქონლის შესყიდვის ადგილი;
თ) მე-8 სტრიქონში მიეთითება საქონლის გამყიდველის ტელეფონის ნომერი, რომელიც არ უნდა ემთხვეოდეს მყიდველი პირის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერს;
ი) საქონლის ჩამონათვალის მე-9 სტრიქონის:
ი.ა) პირველ სვეტში ავტომატურად მიეთითება რიგითი ნომერი;
ი.ბ) მე-2 სვეტში მიეთითება „საქონელი“;
ი.გ) მე-3 სვეტში მიეთითება საქონლის დასახელება;
ი.დ) მე-4 სვეტში მიეთითება ზომის ერთეული;
ი.ე) მე-5 სვეტში მიეთითება საქონლის რაოდენობა;
ი.ვ) მე-6 სვეტში მიეთითება საქონლის ერთეულის ღირებულება;
ი.ზ) მე-7 სვეტში ავტომატურად მიეთითება საქონლის ჯამური ღირებულება;
კ) მე-10 სტრიქონში „საქონლის უკან დაბრუნება“ ექვემდებარება მონიშვნას იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება შესყიდული საქონლის უკან დაბრუნება;
ლ) მე-11 სტრიქონში მიეთითება ანგარიშსწორების ფორმა - „ნაღდი ანგარიშსწორებით“, „უნაღდო ანგარიშსწორებით“ ან „შერეული“ შესაბამისი „ნაღდი“ და „უნაღდო“ ანგარიშსწორების თანხების მითითებით;
მ) მე-12 სტრიქონში მიეთითება ანაზღაურების მდგომარეობა - „სრულად ანაზღაურებულია“, „არ არის ანაზღაურებული“ ან „ნაწილობრივ ანაზღაურებულია“ შესაბამისი თანხის მითითებით;
ნ) მე-13 სტრიქონში მიეთითება შენიშვნა/კომენტარი;
ო) მე-14 სტრიქონში ავტომატურად მიეთითება დოკუმენტის ამობეჭდვის დრო;
პ) მე-15 სტრიქონში ავტომატურად მიეთითება დოკუმენტის დადასტურების/უარყოფის შესახებ ინფორმაცია – „დადასტურებულია/უარყოფილია RS.GE-დან“, „დადასტურებულია/უარყოფილია ბმულით“, ან „დადასტურებულია/უარყოფილია SMS კოდით“.
5. შესყიდვის აქტი ექვემდებარება დადასტურებას ან უარყოფას. ამასთან, დოკუმენტის დადასტურება შესაძლებელია განხორციელდეს ერთ-ერთი შემდეგი გზით:
ა) გამყიდველი ფიზიკური პირის ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი კოდით ვერიფიკაციის გზით;
ბ) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან გამყიდველი ფიზიკური პირის მიერ დოკუმენტის დადასტურებით;
გ) გამყიდველი ფიზიკური პირის ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი ბმულით ვერიფიკაციის გზით.
6. შესყიდვის აქტის დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
7. შესყიდვის აქტის დადასტურებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, „გადაგზავნილი“ სტატუსის მქონე შესყიდვის აქტს მიენიჭება სტატუსი „ვადაგასული-გადაგზავნილი“.
8. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია შესყიდვის აქტის დასადასტურებლად გაგზავნამდე მოახდინოს შესყიდვის აქტის ან მასში არსებული მონაცემების წაშლა.
9. შესყიდვის აქტი ექვემდებარება რედაქტირებას, ამასთან:
ა) გადაგზავნილი სტატუსის მქონე შესყიდვის აქტის რედაქტირების შემთხვევაში შესყიდვის აქტი ექვემდებარება დასადასტურებლად გაგზავნას;
ბ) დადასტურებული სტატუსის შესყიდვის აქტის რედაქტირების შემთხვევაში შესყიდვის აქტი ექვემდებარება გამყიდველი ფიზიკური პირის მხრიდან ხელახალ დადასტურებას;
გ) შესყიდვის აქტის რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნულის დადასტურებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე.
10. დადასტურებული შესყიდვის აქტი ექვემდებარება გაუქმებას, ამასთან:
ა) შესყიდვის აქტის გაუქმება ექვემდებარება გამყიდველი ფიზიკური პირის მხრიდან დადასტურებას ან უარყოფას;
ბ) შესყიდვის აქტის გასაუქმებლად გაგზავნა და მისი დადასტურება ან უარყოფა უნდა განხორციელდეს შესყიდვის აქტის დადასტურებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე, აღნიშნულ ვადაში თუ არ განხორციელდება გაუქმების მოთხოვნის დადასტურება ან მოხდება მისი უარყოფა, დოკუმენტს აღუდგება „დადასტურებული“ სტატუსი;
გ) შესყიდვის აქტის გაუქმების დადასტურება ან უარყოფა ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის ამოქმედებამდე, შესყიდვის აქტის გაუქმება ხორციელდება გამყიდველი ფიზიკური პირის დადასტურების გარეშე, ამასთან, გაუქმებული სტატუსის მქონე დოკუმენტის თავდაპირველი სტატუსის (გადაგზავნილი) აღდგენა ხორციელდება შესყიდვის აქტის დადასტურებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე. აღნიშნულ შემთხვევაში დოკუმენტი საჭიროებს გამყიდველი ფიზიკური პირისგან ხელახალ დადასტურებას.
12. ფიზიკური პირისგან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში შესყიდვის აქტი ივსება ამ მუხლით დადგენილი წესით, შესაბამისი ველების მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 3. ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის ელექტრონული რეესტრი
1. ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის ელექტრონული რეესტრი (შემდეგში – რეესტრი) არის №II-02 და №II-021 დანართების შესაბამისად დადგენილი ფორმის ელექტრონული დოკუმენტი, რომელშიც ავტომატურად აისახება საქონლის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით.
2. რეესტრი მოიცავს:
ა) №II-02 დანართს – გამომწერის (მყიდველის) მხარეს;
ბ) №II-021 დანართს – მიმღების (გამყიდველის) მხარეს.
3. რეესტრის გამომწერის (მყიდველის) მხარე (№II-02 დანართი) ივსება შემდეგი პრინციპით:
ა) პირველ სვეტში მიეთითება დოკუმენტის ნომერი;
ბ) მე-2 სვეტში მიეთითება დოკუმენტის მდგომარეობა;
გ) მე-3 სვეტში მიეთითება სტატუსი;
დ) მე-4 სვეტში მიეთითება სტატუსის მინიჭების თარიღი;
ე) მე-5 სვეტში მიეთითება ოპერაციის თარიღი;
ვ) მე-6 სვეტში მიეთითება საქონლის გამყიდველის დასახელება (სახელი, გვარი) და საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი);
ზ) მე-7 სვეტში მიეთითება საქონლის შესყიდვის ადგილი;
თ) მე-8 სვეტში მიეთითება გამყიდველი ფიზიკური პირის ტელეფონის ნომერი;
ი) მე-9 სვეტში მიეთითება საქონლის ღირებულება (სულ).
4. რეესტრის მიმღების (გამყიდველის) მხარე (№II-021 დანართი) ივსება შემდეგი პრინციპით:
ა) პირველ სვეტში მიეთითება დოკუმენტის ნომერი;
ბ) მე-2 სვეტში მიეთითება დოკუმენტის მდგომარეობა;
გ) მე-3 სვეტში მიეთითება დოკუმენტის სტატუსი;
დ) მე-4 სვეტში მიეთითება სტატუსის მინიჭების თარიღი;
ე) მე-5 სვეტში მიეთითება ოპერაციის თარიღი;
ვ) მე-6 სვეტში მიეთითება საქონლის მყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ზ) მე-7 სვეტში მიეთითება საქონლის შესყიდვის ადგილი;
თ) მე-8 სვეტში მიეთითება საქონლის ღირებულება (სულ).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები