ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240010.22.024.016975
1-1/405
30/10/2026
ვებგვერდი, 02/11/2026
010240010.22.024.016975
ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/405

2026 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

 


„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
ქვეყანაში არსებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების თანამედროვე საჰაერო გეოფიზიკური კვლევებით შევსებისა და ერთიანი ეროვნული გეომეცნიერული სისტემის შექმნის მიზნით შეიქმნას ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის ხელშეწყობის კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. ინგა ფხალაძე –  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე.

2. მარგალიტა არაბიძე –  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის წევრი.

3. გიორგი ჭელიძე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი.

4. ვახუშტი ბაგრატიონი –  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე –  კომისიის წევრი.

5. სიმონ ედიშერაშვილი –  ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი –  კომისიის წევრი.

6. დავით კუპატაძე –  თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

7. თეიმურაზ მღებრიშვილი –  შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი –  კომისიის წევრი.

8. თამარ ზოდელავა –  იუსტიციის მინისტრის მოადგილე –  კომისიის წევრი.

9. მარიამ ტაბატაძე –  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე –  კომისიის წევრი.

10. ალექსანდრე ხვთისიაშვილი –  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე –  კომისიის წევრი.

11. თამარ შარაშიძე –  კულტურის მინისტრის მოადგილე –  კომისიის წევრი.

12. ზვიად გაბისონია –  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე –  კომისიის წევრი.

13. ელენე ღუბიანური –  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი –  კომისიის წევრი.

14. ნანა ზამთარაძე –  სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე –  კომისიის წევრი.

15. გიორგი ტატიშვილი –  სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი –  კომისიის წევრი. 

მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის დებულება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი