თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/3095-26

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/3095-26
დოკუმენტის ნომერი 2/3095-26
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 26/10/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2026
სარეგისტრაციო კოდი
2/3095-26
26/10/2026
ვებგვერდი, 04/11/2026
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/3095-26
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/3095-26

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

 2026 წლის  26 ოქტომბერი  

ქ. თბილისი          

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – დავით აკობიძე

სხდომის მდივანი – ანა ბახტაძე

განმცხადებელი – ავთანდილ ღლონტი

წარმომადგენელი – დავით ბიჭიკაშვილი

დაინტერესებული პირები (აქციონერები) – სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ (ს/ნ:237074633) 1.89592 %-ის მფლობელი აქციონერები

მოთხოვნა – სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა

 სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით,

  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ავთანდილ ღლონტის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ავთანდილ ღლონტს (პ.ნ. 33001007907), როგორც სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ (ს/ნ: 237074633) ხმის უფლების მქონე აქციათა 98.10408% (29 805 ცალი აქციის) მესაკუთრეს, ნება დაერთოს, მოახდინოს სს „ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის“ (ს/ნ: 237074633) დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (1.89592 %-ის მფლობელი აქციონერებისგან).

3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 76,24 ლარი.

4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს – 2026 წლის 10 ნოემბერი, 18:00 საათი.

5. განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

 

 მოსამართლე                                                       დავით აკობიძე