,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 30/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.010.262
  • Word
390
23/04/2007
სსმ, 60, 30/04/2007
230.150.080.22.033.010.262
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.010.262

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №390

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში (სსმ III, 12.06.2006 წ., №78, მუხ. 1023) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი 1)“.

გ) ბრძანების №1 დანართში:

გ.ა) დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ინსტრუქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ“;

გ. ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფები საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების (შემდგომში – ფორმები) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად“;

გ.გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ფორმების ბლანკებით მომარაგებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული აუცილებელი რაოდენობის შესაბამისად.“;

გ.დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ფორმების შენახვაზე, გაცემაზე და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირებს განსაზღვრავენ საბაჟო ორგანოების ხელმძღვანელები.“;

გ.ე) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები სავალდებულო არ არის, თუ ფორმის მფლობელის ან მესამე პირის მიერ შევსებული ფორმის მიღების ფაქტის დადასტურება ხდება ფორმაზე ხელმოწერით და ერთი ეგზემპლარის ხელზე ჩაბარებით.“;

გ.ვ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შევსებული ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში საბაჟო ორგანო გასცემს დუბლიკატს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელის ან საბაჟო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განცხადების წარდგენის საფუძველზე.“.

დ) ბრძანების №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

დანართი №2

აქტი №

ქ. თბილისი                                   ----------------- 200 წელი

გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის შესახებ

ფორმის დასახელება

რაოდენობა, ცალი

ფორმის ექსკლუზიური ნომერი

1

2

3

4

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის უვარგისი ფორმების ჩამოწერის სისწორეს.

---------------------------------------------                                                            /---------------/

შემოსავლების სამსახურის (საბაჟო ორგანოს)

სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი

ფორმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:                                                                           /---------------/