„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 149/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018927
149/ნ
30/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
430010000.22.022.018927
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №149/ნ

2026 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად აბიტურიენტთა მიღების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის პირველი თებერვლიდან 10 თებერვლამდე უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ავსებს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).

2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების შემდეგ, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის 20 თებერვლისა, ადასტურებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“, „ე“, „ვ“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს, ხოლო „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დადასტურებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, შეთანხმებული ფორმით, უზრუნველყოფს ცენტრის წვდომას უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ/დადასტურებულ ინფორმაციაზე. ცენტრი მიღებულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში ასახავს სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე