„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 150/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018928
150/ნ
30/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
430030000.22.022.018928
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №150/ნ

2026 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-10 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღების მიზნით ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წლის 18 თებერვლიდან 25 თებერვლამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – სპეციალური ელექტრონული პროგრამა) ელექტრონული ფორმით ასახავს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციას (შემდგომში – ანოტაცია).“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორეს, „ე​1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობასთან მიმართებით და შესაბამისი წლის 5 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ანკეტას.“.

3. 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ცენტრი სამაგისტრო გამოცდის ჩატარების წლის 18 თებერვლამდე ასახავს მართვის სისტემის მიერ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას.“.

4. მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო პროგრამის დამატების/წარდგენის, ასევე ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახოს ანკეტა და ანოტაცია სამაგისტრო გამოცდის წლის პირველი სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი წლის 13 სექტემბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში მართვის სისტემა ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორესა და „ე1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობასთან მიმართებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე