„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016644
24
29/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
010250050.35.161.016644
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2026 წლის 29 ოქტომბერი

ქ.გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №9 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2024წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016575) დამტკიცებულ დანართში და დანართის:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა)  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან შესაბამისი ფედერაციის მიერ დამოწმებული/გაცემული დოკუმენტი ტიტულის მოპოვების შესახებ.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ერთი შეჯიბრის ფარგლებში სპორტსმენი დაჯილდოვდება ერთი საუკეთესო შედეგის მიხედვით.“;

ბ) მე-4 მუხლის მეორე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს ფალავნობაზე:

2.1. აბსოლუტურ ფალავნობა:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 3000 ლარისა;

მეორე ადგილი – არაუმეტეს 2500 ლარისა;

მესამე ადგილი – არაუმეტეს 2000 ლარისა.

2.2.  ფალავნობა წონით კატეგორიებში :

პირველი ადგილი – არაუმეტეს 2000 ლარისა;

მეორე ადგილი – არაუმეტეს 1500 ლარისა;

მესამე ადგილი – არაუმეტეს 1000 ლარისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური